დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.22.034.016774 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016264) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) გარდა წინამდებარე წესით დადგენილი გამონაკლისისა, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს ან უმაღლეს სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება.“; 2. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები: „51. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოში საფრენ აპარატებზე საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ იმ თანამდებობებზე, რომლებზეც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით გათვალისწინებულია უფროსი სპეციალური წოდება, სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, შესაძლებელია დაინიშნოს საფრენოსნო მიმართულებით პროფესიული განათლების და საფრენ აპარატებზე არანაკლებ 1500 ნაფრენი საათის გამოცდილების მქონე პირი. 52. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში მცურავ საშუალებაზე საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ იმ თანამდებობებზე, რომლებზეც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით გათვალისწინებულია უფროსი სპეციალური წოდება, სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, შესაძლებელია დაინიშნოს საზღვაო მიმართულებით პროფესიული განათლების და მცურავ საშუალებებზე მუშაობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილების მქონე პირი.“; 3. 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) სამსახურებრივი როტაციის შემთხვევაში.“; 4. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები: „8. სამსახურებრივი როტაცია გულისხმობს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანამდებობრივ გადაადგილებას არაუმეტეს 5 წლის ვადით, მისი სპეციალობის (კვალიფიკაცია), პროფესიული უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით. 9. როტაციის ინიციატორი შეიძლება იყოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეები.“; 5. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოსამსახურეს შეუძლია ამავე დაწესებულებაში შეასრულოს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობა არაუმეტეს 5 თვისა კალენდარული წლის განმავლობაში.“; 6. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 53. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდებები სასაზღვრო პოლიციაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპრალი/საზღვაო კაპრალი, უმცროსი სერჟანტი/უმცროსი მიჩმანი, სერჟანტი/მიჩმანი, უფროსი სერჟანტი/უფროსი მიჩმანი, მასტერ-სერჟანტი/მასტერ – მიჩმანი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი/კაპიტან-ლეიტენანტი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი/მესამე რანგის კაპიტანი, ვიცე-პოლკოვნიკი/მეორე რანგის კაპიტანი, პოლკოვნიკი/პირველი რანგის კაპიტანი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ მაიორი/ვიცე-ადმირალი, გენერალ-ლეიტენანტი/ადმირალი.“; 7. 54-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს (გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებებისა) ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საშუალო, უფროსი და უმაღლესი წოდების არმქონე პირებს, იმ თანამდებობაზე დანიშვნისას, რომელიც ითვალისწინებს საშუალო, უფროს და უმაღლეს წოდებებს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება მიენიჭებათ შემდეგი წესით: ა) უმაღლესი განათლების მქონე პირებს – თანამდებობაზე დანიშვნისთანავე; ბ) სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს – სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ.“; გ) 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „91. უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები მიენიჭება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს. საგამონაკლისო წესით უფროსი სპეციალური წოდება ენიჭება საფრენოსო ან საზღვაო მიმართულებით პროფესიული განათლების მქონე მოსამსახურეებს.“; დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ომის პირობებში საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მისანიჭებლად, სამსახურის გავლის ვადები მცირდება 1 წლამდე და ვრცელდება იმ პირებზე, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. “; 8. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 55. სამსახურის ვადა საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდების მისანიჭებლად საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები: ა) უმცროსი ლეიტენანტიდან – ლეიტენანტამდე – 1 წელი; ბ) ლეიტენანტიდან – უფროს ლეიტენანტამდე – 2 წელი; გ) უფროსი ლეიტენანტიდან – კაპიტნამდე (კაპიტან-ლეიტენანტამდე) – 3 წელი; დ) კაპიტნიდან (კაპიტან-ლეიტენანტიდან) – მაიორამდე (მესამე რანგის კაპიტნამდე) – 3 წელი; ე) მაიორიდან (მესამე რანგის კაპიტნიდან) – ვიცე პოლკოვნიკამდე (მეორე რანგის კაპიტნამდე) – 4 წელი; ვ) ვიცე-პოლკოვნიკიდან (მეორე რანგის კაპიტნიდან) – პოლკოვნიკამდე (პირველი რანგის კაპიტნამდე) – 5 წელი; ზ) პოლკოვნიკისათვის (პირველი რანგის კაპიტნისათვის) სამსახურის ვადა დაწესებული არ არის.“; |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები