საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-667
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 13/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 020080070.22.023.016541
2-667
13/08/2018
ვებგვერდი, 15/08/2018
020080070.22.023.016541
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-667

2018 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ :

1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების  წესი.“
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №29 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი



საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების  წესი

1. წინამდებარე წესი  არეგულირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმების (შემდგომში ოქმის ფორმა) გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას.
2. ოქმების ფორმების დამზადება ხორციელდება პოლიგრაფიულ საწარმოებში „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად.
3. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში, სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოში, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში  და სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში (შემდგომში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი), ოქმების ფორმების დამზადების ორგანიზებასა და მომარაგებას ახორციელებენ აღნიშნული დაწესებულებების სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები/ერთეულები.
4. ოქმების ფორმები განაწილებამდე ინახება შესაბამისად სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/ერთეულებში ამ დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ ამისათვის უფლებამოსილ პირებთან (შემდგომში ოქმის ფორმების შენახვაზე პასუხისმგებელი პირები).
5. ოქმის ფორმები შენახული უნდა იქნეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთან, ის ადგილი, სადაც ინახება ოქმის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
6. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოქმის ფორმების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ოქმის ფორმები გადაეცემა სააგენტოს ტერიტორიულ   ადმინისტრაციებს.
7. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ოქმის ფორმების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ოქმის ფორმები გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს.
8. სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ოქმის ფორმების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ოქმის ფორმები გადაეცემა სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
9. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოქმის ფორმების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ოქმის ფორმები გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულებს და დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებს.
10. ამ წესის მე-6-მე-9 პუნქტების შესაბამისად, ოქმის ფორმების გადაცემა უნდა დაფიქსირდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გასავლის ჟურნალში (დანართი №1).
11. ამ წესის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული და ტერიტორიული ორგანო/ადმინისტრაცია, რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება, ვალდებულია გამოყოს ოქმის ფორმების შენახვაზე პასუხისმგებელი პირებისგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის   ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირი.
12. ამ წესის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირი, თავის მხრივ, ვალდებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმის გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღრიცხოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის აღრიცხვის ჟურნალში“, რომლის ფორმა მოყვანილია დანართ №2-ში.
13. ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია 3 თვეში ერთხელ აცნობოს ოქმის ფორმების შენახვაზე პასუხისმგებელ პირებს ოქმის  ფორმების მოძრაობის  შესახებ.
14. ოქმის ფორმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, ხოლო დაზიანებული ოქმის ფორმები, ჩამოწერის მიზნით, ოქმის შემვსები პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ წერილობითი ფორმით გაუქმების მიზეზების მითითებით, გადაეცემა შესაბამისად ამ წესის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს/ერთეულებს.
15. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების ჩამოწერა შესაძლებელია შევსების დროს დაშვებული შეცდომის ან ოქმების ფიზიკური დაზიანების გამო ჩამოწერის აქტის (დანართი №3) მიხედვით, ოქმების ექსკლუზიური ნუმერაციისა და ჩამოწერის მიზეზების მითითებით. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის   შესაბამისად.

 

დანართი №1


ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გასავლის ჟურნალის ფორმა

ოქმის ფორმები მივიღე              

სერია №....დან №..მდე

რაოდენობა

გაცემის თარიღი

(თანამდებობა, სახელი, გვარი და ხელმოწერა)

1

2

3

4

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების ფორმების

აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

გაცემის თარიღი

 

ოქმის №

ოქმის გამცემი

ოქმის მიმღები

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაგრძელება

 

შედგენილი ოქმები

დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები

შენიშვნა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

დაბრუნების თარიღი

ოქმის  ნომერი

გვარი

სახელი

თანამდებობა

 

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №3

 

აქტი №

----- -------------- 20 წელი

გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის შესახებ

 

ოქმის ექსკლუზიური ნომერი

ოქმის ჩამოწერის მიზეზი

1.

 

 

2.

 

 

3.

 

 

4.

 

 

5.

 

 

6.

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს.

 

სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დეპარტამენტის/სამსახურის უფროსი:

__________________________________

(სახელი, გვარი)

 

_________________________

(ხელმოწერა)

 

ოქმის ფორმების  შენახვაზე  პასუხისმგებელი პირი:

_________________________________

(სახელი, გვარი)

 

_________________________

(ხელმოწერა)