დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3313-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010000.04.001.016228 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 23 პუნქტი: „23. საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება ხდება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე. თანხის დამრგვალების პრინციპი გულისხმობს თანხის მეტობით ან ნაკლებობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე დამრგვალებას.“; ბ) 24 პუნქტი: „24. თანხის დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების წესი დგინდება ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით.“. 2. 70-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. 2019 წლის 1 იანვრიდან 1 თეთრისა და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით.“. მუხლი 2. 2019 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ გამოსცეს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 21 ივლისი 2018 წ. N3313-რს |
დოკუმენტის კომენტარები