„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 03/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016617
70
03/09/2018
ვებგვერდი, 04/09/2018
120340000.22.026.016617
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №70

2018 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე,  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №89 ბრძანებით (ვებგვერდი: №16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016443) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი. მათი რეინტეგრაციის და რესოციალიზაციის მიზნით ფსიქოსოციალური და ფიზიკური სარეაბილიტაციო ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და მართვა სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების  სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულობის  ხელშეწყობა;“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს „ბ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის სამმართველო:

ბ.ა) ფიზიკური რეაბილიტაციის განყოფილება;“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უზრუნველყოფს სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების ინფორმირებას და/ან ჩართულობას, სხვადასხვა სახის ჯანმრთელობისა და სოციალურ პროექტებში;

დ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების  სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულობის  ხელშეწყობას;“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე1)  სოციალური მხარდაჭერის სამმართველო ფსიქოლოგიური მხარდაჭერის  სამმართველოსთან, ფიზიკური რეაბილიტაციის განყოფილებასთან  და სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში,  გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა რეკრეაციულ და სპორტულ აქტივობებს.“ж

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უზრუნველყოფს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამასახურეების სპორტის სხვადასხვა სახეობებში ჩართულობას, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კორდინაციაში;

დ) შეიმუშავებს და ახორციელებს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებს ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და სოციალური მხარდაჭერის სამმართველოებთან ერთად. უზრუნველყოფს  ფიზიკური რეაბილიტაციის განყოფილების მუშაობის  მონიტორინგს და რეინტეგრაციის პროცესის ეფექტურად და ხარისხიანად წარმართვას სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;“;

ბ.ბ)  „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„დ1) წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში შეიმუშავებს,  ახორციელებს და მართავს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური რეაბილიტაციის პროცესს, რომელიც ემსახურება პაციენტების ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვადასხვა გარემო პირობებში მათ რეინტეგრაციასა და რესოციალიზაციას. ახორციელებს მიმდინარე ფიზიკური რეაბილიტაციის  ფარგლებში დაგეგმილი პროცედურების მონიტორინგს, აფიქსირებს შუალედურ შეფასებებს, კურსის დასასრულს ადგენს პაციენტის შეფასების ბარათს, აქტიურად  თანამშრომლობს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;

2) ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და სოციალური მხარდაჭერის სამმართველოებთან  და სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში,  გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა რეკრეაციულ და სპორტულ აქტივობებს.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. ფიზიკური რეაბილიტაციის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“, „დ2“, „თ“-„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.“;

დ) მე-3 პუნქტის:

დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ დახმარებას;“;

დ.ბ) „თ ქვეპუნქტის შემდეგი დაემატოს „თ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„თ1) შეიმუშავებს,  ახორციელებს და მართავს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების  ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესს წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში. ასევე, დეპარტამენტის სამსახურებთან და თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებთან ერთად, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ფარგლებში ხელს უწყობს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა რეინტეგრაციასა და რესოციალიზაციას.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია