„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3216-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 03/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 240090000.05.001.019109
3216-რს
20/07/2018
ვებგვერდი, 13/08/2018
240090000.05.001.019109
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 13.07.2006, მუხ. 198) მე-13 მუხლის:  

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბაკურიანისა და გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა) განკარგვას, მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობას, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოვლა-პატრონობას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფას, აგრეთვე ტურიზმის ხელშეწყობისათვის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით თვითმმართველი ერთეულისთვის დელეგირება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ივლისი 2018 წ.

N3216-რს