„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016608
61
24/07/2018
ვებგვერდი, 25/07/2018
280120000.22.026.016608
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №61

2018 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლს დაემატოს „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის  უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სერჟანტის და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსების სამხედრო მოსამსახურეთა დანამატები (გარდა საქმისმწარმოებლის, შეიარაღების სერჟანტის და უზრუნველყოფის სერჟანტისა) (დანართი №15);

ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობის ცენტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის ქსელებისა და სისტემების ადმინისტრირების ქვეგანყოფილების სამოქალაქო პირთა დანამატები (დანართი №16).“.

2. 30-ე მუხლს დაემატოს მე-3 და მე-4 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის  უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის  სერჟანტს და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსების სამხედრო მოსამსახურეებს დაუწესდეთ ყოველთვიური დანამატები №15 დანართის შესაბამისად. იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც წარმოექმნებათ ერთდროულად ამ ბრძანების №7 და №15 დანართებით გათვალისწინებული დანამატის მიღების უფლება, მიეცემათ №15 დანართით გათვალისწინებული დანამატი, თუ იგი აღემატება №7 დანართით გათვალისწინებული დანამატის ოდენობას, ხოლო თუ №15 დანართით გათვალისწინებული დანამატი №7 დანართით გათვალისწინებულ ოდენობაზე ნაკლებია, სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება №7 დანართით გათვალისწინებული დანამატი.

4. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში გასაწვევად შერჩეულ პირებს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში ძირითად შტატზე დანიშვნამდე, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემთხვევაში მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 250 ლარის ოდენობით.“.

3. №6 დანართის მე-2 გრაფა ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

2

ბიბლიოთეკარი, მედდა, სანიტარი, მზარეული, მზარეულის დამხმარე, უფროსი მზარეული, ავტოელექტრიკოსი, მეთუნუქე, პასუხისმგებელი შემსრულებელი, მძღოლი, მძღოლი-მექანიკოსი, სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), საწყობის უფროსი, ოსტატი, საქმისმწარმოებელი, ადმინისტრატორი, ოპერატორი, რადიოოპერატორი, აღმრიცხველი, მეკუჭნავე-მექანიკოსი, აღრიცხვის ინსპექტორი, ტვირთების დამმუშავებელი

380

.

4. №7 დანართის:

ა) მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5

გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსი (გარდა სამხედრო დაზვერვისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტებისა), გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსი, სარდლის მოადგილე, ბრიგადის მეთაური

690

;

ბ) მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"

8

გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (გარდა სამხედრო დაზვერვისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტებისა), გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის მეთაური, გენერალური შტაბის მთავარი სერჟანტი, სამხედრო მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი, გენერალური შტაბის ცალკეული სამმართველოს უფროსი, სარდლობის შტაბის უფროსი, სარდლობის მთავარი სერჟანტი/სარდლობის სერჟანტი, ესკადრილიის შტაბის უფროსი (მფრინავი), სამედიცინო პოლიკლინიკის (ასეულის) უფროსი, ბაზის მეთაური/უფროსი, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი (მთავარი სერჟანტი), გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტი, სკოლის მეთაური/უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი) (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, ეროვნული გვარდიის სერჟანტი, ეროვნული გვარდიის მართვის ცენტრის უფროსი, სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის უფროსი-მთავარი დირიჟორი, ბრიგადის შტაბის უფროსი, ბრიგადის სერჟანტი, ცენტრის უფროსი/მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ბატალიონის მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ესკადრილიის მეთაური, სამხედრო პოლიციის მთავარი სერჟანტი, სსიპ-ის მთავარი სერჟანტი/სსიპ-ის სერჟანტი, სსიპ-ის მიმართულების უფროსი, ცენტრალური საკომანდო პუნქტის უფროსი, ცენტრალური საკომანდო პუნქტის სერჟანტი, შერეული საავიაციო ესკადრილიის სერჟანტი, რაზმის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების სკოლის სერჟანტი

 

500

.

5. №14 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №14

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო

ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა დანამატები

 

(ლარებში)

წოდება

დანამატი

თვეში

1

მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი

280

2

მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი

510

3

უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი

425

4

სერჟანტი, მიჩმანი

335

5

უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი

250

6

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო

კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი

160

7

I კლასის რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი

125

8

საკონტრაქტო სამსახურის რიგითი,

საკონტრაქტო სამსახურის საზღვაო რიგითი

100

 

.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 6 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
 

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია