დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ დამტკიცებასა და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის№31 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 116 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 28/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №116
2010 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ დამტკიცებასა და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის №31 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ დამტკიცებასა და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის №31 დადგენილებით დამტკიცებულ „იაფი კრედიტის“ პროგრამის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. თუ ფონდი მიიღებს დასაბუთებულ ინფორმაციას, რომ სესხის ბენეფიციარი საწარმოს მიერ წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ვეღარ უზრუნველყოფს სესხის დაფარვას, ბენეფიციარი საწარმო ვალდებულია მოქმედი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება შეცვალოს უზრუნველყოფის სხვა საშუალებით ან დამატებით წარადგინოს უზრუნველყოფის საშუალება.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები