საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3157-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.019056
3157-რს
20/07/2018
ვებგვერდი, 06/08/2018
090000000.05.001.019056
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი:

„51. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

2. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) თუ განიხილება მისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის საკითხი;“.

3. 113-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11−მე-13 ნაწილები:

„11. პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი უფლებამოსილია დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოკითხოს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე, თუ ამგვარი წესით პირის გამოკითხვა დაშვებულია საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ამ პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართლით ან/და ამ სახელმწიფოს ნათლად ჩამოყალიბებული პრაქტიკით.

12. დაუშვებელია ამ მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი წესით პირის გამოკითხვა, თუ გამოსაკითხ პირს გამოკითხვაზე პირდაპირი და აშკარა თანხმობა არ გამოუხატავს.

13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებით დადგენილი წესით ასევე შესაძლებელია გამოძიების ეტაპზე პირის დაკითხვა.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1381 მუხლი:

„მუხლი 1381. კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვება უცხო სახელმწიფოდან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის წარდგენის გარეშე

1. პროკურორი უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს (წარმოშობის სახელმწიფო) ტერიტორიაზე მყოფი ან რეგისტრირებული პირისგან უშუალოდ მიიღოს ამ პირის მფლობელობაში ან/და  კონტროლის ქვეშ არსებული, სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი კომპიუტერული მონაცემი ან დოკუმენტი, თუ კომპიუტერული მონაცემის ან/და დოკუმენტის ამ წესით მოპოვება დაშვებულია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, წარმოშობის სახელმწიფოს სამართლით ან/და ამ სახელმწიფოს ნათლად ჩამოყალიბებული პრაქტიკით. პროკურორის მიერ ამ უფლებამოსილებით სარგებლობისას არ გამოიყენება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით დადგენილი წესები.

2. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მიზნით უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი ან რეგისტრირებული პირის იძულება ან ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრება. 

3. ამ მუხლით დადგენილი წესით შესაბამისი კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვებისას პროკურორი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. ამ მუხლით დადგენილი წესით კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვება შესაძლებელია საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პროკურორის ან/და პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის მიერ.“.

5. 144-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„7. გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარდეს ექსპერტიზა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი საპროცესო მოქმედების სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის წარდგენის გარეშე ჩატარება დაშვებულია შესაბამისი უცხო სახელმწიფოს სამართლით.“.

6. 171-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ან თუ განიხილება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის საკითხი, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე. ეს განჩინება არ გასაჩივრდება.“;

ბ) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ამ შესაძლებლობას ითვალისწინებს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ივლისი 2018 წ.

N3157-რს