დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3215-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 330090000.05.001.019117 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 14.05.1998, გვ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) არქიტექტურული პროექტი − არქიტექტურული შემოქმედებისა და პროფესიული საქმიანობის შედეგად შექმნილი არქიტექტურული კონცეფციის ამსახველი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსი − სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები, სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტები, სამშენებლო ნორმები და წესები;“; დ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. II თავი ამოღებულ იქნეს. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. არქიტექტურული საქმიანობის სერტიფიცირება 1. არქიტექტურული პროექტის დამოწმების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ არქიტექტორს, რომელიც ფლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ შესაბამის სერტიფიკატს. 2. არქიტექტურული საქმიანობის სერტიფიცირება რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე.“. 4. მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანა 1. სამშენებლო დოკუმენტაციის შემუშავებისას და არქიტექტურული ობიექტის მშენებლობისას არქიტექტურულ პროექტში ცვლილება შეიტანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. არქიტექტურული პროექტის ავტორი უფლებამოსილია მისი არქიტექტურული ობიექტის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ცვლილების შემთხვევაში მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5694 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. |
ქუთაისი, 20 ივლისი 2018 წ. N3215-რს |
დოკუმენტის კომენტარები