ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, ტაძრის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ტაძრის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, ტაძრის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ტაძრის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 189
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016435
189
10/07/2018
ვებგვერდი, 20/07/2018
000000000.00.101.016435
ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, ტაძრის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ტაძრის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №189

2018 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, ტაძრის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ტაძრის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) გლდანის რაიონში, ტაძრის ქუჩასთან არსებულ უსახელო შესახვევს მიენიჭოს ტაძრის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                           გიორგი ტყემალაძე