„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016270
36
20/07/2018
ვებგვერდი, 25/07/2018
010250050.35.168.016270
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №36

2018 წლის 20 ივლისი

ქ. სიღნაღი

 

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,    სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის  დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის   მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2015  წლის  30  სექტემბრის №22  დადგენილების (www.matsne.gov.ge, 05/10/2015, 010250050.35.168.016165) დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-2 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი.“.

2. მე-3  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. მუნიციპალიტეტის მერს.“.

3. მე-5  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის  მიერ შექმნილი  სამუშაო ჯგუფი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.
2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.“
.

4. მე-7  მუხლის  მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს   შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.“ .

5. მე-8  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8

სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  საპატიო  მოქალაქის წოდების  დამადასტურებელი  მოწმობისა  და ატრიბუტიკის დამზადებას  უზრუნველყოფს  სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  მერია.“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი