დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 77 |
დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.148.016523 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2017, 190020020.35.1
48.016417) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 3. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 38 660,9 ათასი ლარის ოდენობით:
“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 28 722,7 ათასი ლარის ოდენობით:
“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 19,367.8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 19,897.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 530,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: (ათას ლარებში)
“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -5,527.4 ათასი ლარის ოდენობით.“; თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -5,674.7 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 5,674.7 ათასი ლარის ოდენობით.“; ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 02 01 01)“ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის ქუჩების და საავტომობილო გზების რეაბილიტაცია; ვარიანის, მეჯვრისხევის, ახალუბნის, ტყვიავის, მერეთის, ბერბუკის, ტირძნისის, კარალეთის, დიცის, ზეღდულეთის და სხვა ტერიტორიულ ორგანოებში შემავალი სოფლების შიდა გზების მოხრეშვა, მოვლა-პატრონობა; ქალაქის ქუჩების ორმოული შეკეთება; საგზაო ნიშნების, საგზაო მონიშვნების, დამისამართების აბრების და სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერების მოწყობა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში დაგეგმილია გორში სამების, ნინოშვილის, თბილისის, თოიძის, დავითაშვილის, ძმები რომელაშვილების ქუჩების, რკ/გზის დასახლებაში არსებული ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემების, გოგებაშვილის ქუჩის (კახნიაშვილის ქუჩის კვეთიდან 26 მაისის სანაპირომდე) მონაკვეთის, საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა. აგრეთვე, სოფელ ქვეშის გზიდან სათემო-ციცაგიანთკარი-ახრისის დამაკავშირებელი გზის, სოფელ მერეთის, სოფელ კოშკას და გუგუტიანთკარის საავტომობილო გზების, სოფელ საქაშეთიდან ჩასახლებამდე მისასვლელი გზის ასფალტის საფარის მოწყობა, სოფელ ქვ. ხვითის გზის ასფალტირება (რკინიგზის სადგურიდან სოფლის ცენტრამდე), მეჯვრისხევის შიდასახელმწიფოებრივი გზიდან კვარხეთის ცენტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სოფელ ხურვალეთში გზის ასფალტირება. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის ფარგლებში დაგეგმილია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითი-ზემო ნიქოზის დამაკავშირებელი გზის ასფალტირება. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში განხორციელდება მშვიდობის გამზ.№2 და №2/ა-ს შორის გზის მოპირკეთება და ნადირაძის ქუჩაზე საფეხმავლო სივრცეების მოწყობა.“; კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები