„ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, გაგარინის II შესახვევისთვის მელიტონ ქანთარიას სახელის მინიჭების შესახებ“ 2006 წლის 12 ივლისის N72 დადგენილების არარად გამოცხადების შესახებ

  • Word
„ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, გაგარინის II შესახვევისთვის მელიტონ ქანთარიას სახელის მინიჭების შესახებ“ 2006 წლის 12 ივლისის N72 დადგენილების არარად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 178
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016423
  • Word
178
10/07/2018
ვებგვერდი, 20/07/2018
000000000.00.101.016423
„ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, გაგარინის II შესახვევისთვის მელიტონ ქანთარიას სახელის მინიჭების შესახებ“ 2006 წლის 12 ივლისის N72 დადგენილების არარად გამოცხადების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება N 178

10 ივლისი 2018 წელი

 

„ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, გაგარინის II შესახვევისთვის მელიტონ ქანთარიას სახელის მინიჭების შესახებ“ 2006 წლის 12 ივლისის N72 დადგენილების არარად  გამოცხადების შესახებ

 

1.                  ქ.თბილისის პრემიერის 1999 წლის 12 ნოემბრის №918 განკარგულების თანახმად, საბურთალოს რაიონში, იური გაგარინის ქუჩის II შესახვევს მიენიჭა აკაკი გახოკიძის ქუჩის სახელი. იგივე გეოგრაფიულ ობიექტს, იური გაგარინის II შესახვევს, ქ.თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ივლისის №72 დადგენილების თანახმად,  ეწოდა მელიტონ ქანთარიას სახელი. საკითხის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ 2006 წლის 12 ივლისის №72 დადგენილება ამ დრომდე არ არის აღსრულებული, რადგან სახელი მიენიჭა გეოგრაფიულ ობიექტს, რომელიც 1999 წლის 12 ნოემბრიდან აღარ არსებობდა და ფაქტობრივი მიზეზები არ იძლევა აქტის შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს ორგანული კანონის - “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) არარად გამოცხადდეს საბურთალოს რაიონში,  „ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, გაგარინის II შესახვევისთვის მელიტონ ქანთარიას სახელის მინიჭების შესახებ“ 2006 წლის 12 ივლისის N72 დადგენილება.

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ,თხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., #6).

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                           გიორგი ტყემალაძე