დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი მუხაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 177 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016422 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №177
2018 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი მუხაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის - “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) სამგორის რაიონში, გაგრძელდეს გიორგი მუხაძის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები