„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებელების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებელების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016494
58
20/07/2018
ვებგვერდი, 23/07/2018
010250020.35.160.016494
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებელების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №58

2018 წლის 20 ივლისი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №23 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 08/02/2018 წ., 010250020.35.160.016459) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ქალაქის იერსახის, გარე რეკლამის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე ზედამხედველობა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულება;

ე)  საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი სამართალწარმოებისა და ზომების განხორციელება, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შედგენა;“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“, „ე“ და „ზ“ „ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლს, გარე იერსახის, გარე რეკლამის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხების გამოვლენას და ზედამხედველობას, აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციების და წესების  შესრულებას;“;

„გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი სამართალწარმოებისა და ზომების განხორციელებას, შესაბამისი სამართლებრივი აქტების  შედგენას;“;

„ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის/რეკონსტრუქციის ან/და უნებართვო დემონტაჟის შეჩერებასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;“;

ზ)  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 552 , 771, 772, 1074, 1191, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591 მუხლებზე კანონით დადგენილი წესით დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი