დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016493 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №16 დადგენილების www.matsne.gov.ge, 08/02/2018წ,, 010250020.35.160.016452) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „უ“, „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საჯარო მოხელეთა პირადი საქმეების წარმოება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; უ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მედიის მართვა და მონიტორინგი, მისი ტექნიკური და საინფორმაციო უზრუნველყოფა; ყ) მოქალაქეთა პრობლემური საკითხების განხილვისა და მათზე რეაგირების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეების მიღების პროცესის ორგანიზება და შემსრულებლამდე დაყვანა; შ) მოქალაქეთა ინტერესების შესწავლა, შუამდგომლობების გაწევა და მათი მოთხოვნის მიხედვით შესაბამის უწყებებთან/ორგანიზაციებთან/პირებთან დაკავშირება.“; ბ) დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებულ პირთათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას და განმარტებების გაცემას, შემოსული კორესპონდენციის განხილვას.“; გ) დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აპარატის საორგანიზაციო განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მერის და მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული დახმარების გაწევას; ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის ხელმძღვანელის სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას: სხდომაზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას, რეგისტრაციას და სხდომის მიმდინარეობის დაოქმებას. სხდომაზე მიღებული წინადადებების/შენიშვნების /დავალებების აღრიცხვას და შემსრულებლამდე დაყვანას; გ) მერიის თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეესტრის, კორესპონდენციის სატიტულო ბლანკების აღრიცხვა/წარმოებას; დ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის მიღებას, აღრიცხვას, რეგისტრირებას, დანიშნულებისამებრ ჩაბარებასა და დაგზავნას; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად აპარატში დაცული დოკუმენტაციის ასლების დედანთან დამოწმებას; ვ) თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფას; ზ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე შემოსული განცხადებების შესწავლას და კომისიისათვის წარდგენას; თ) განმცხადებლებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევას თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ი) მერიის და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლობას სასამართლოში; კ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“; დ) დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები: „ლ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების ინფორმირებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. მ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელით შეიმუშავებს გენდერული აქტივობების სამუშაო გეგმას გენდერული თანასწორობის პრაქტიკული სახელმძღვანელოს ინსტიტუციონალიზაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების გაძლიერებას.“; ე) დანართის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „კ“ „ლ“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული დოკუმენტაციის ელექტრონულ დამუშავებას, რეგისტრაციაში გატარებას და მიმართულების მიცემას; ლ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში პირთა დაშვების (თანამშრომლების და ვიზიტორების) ორგანიზებას და კონტროლს, მოქალაქეთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევას: სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების, წარმოსადგენი დოკუმენტაციის, მერიის სტრუქტურული ერთეულების მომსახურების სერვისის ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; პ) დოკუმენტების ელექტრონულ დაარქივებას, ერთიანი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საკითხებზე საჯარო მოხელეებისათვის საკონსულტაციო-მეთოდურ დახმარებას და მათი საქმიანობის კოორდინაციას.“; ვ) დანართის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან, კერძოდ, ჟურნალისტებთან, რედაქტორებთან და პროდიუსერებთან მჭიდრო თანამშრომლობას; ბ) მერიის მიერ დაგეგმილი პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და პრეზენტაციების ორგანიზებას; გ) მერიის მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების თაობაზე პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებას; დ) მუნიციპალიტეტის სისტემაში დაგეგმილი სიახლეების გათვალისწინებით, მომდევნო კვირის მედიააქტივობების გეგმის შედგენას და გაშუქებას; ე) მასმედიის ანალიზს, ინფორმაციული ნაკადების მუდმივ მონიტორინგს და რეკომენდაციების მომზადებას; ვ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მედიის მართვას და მონიტორინგს (ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური Facebook გვერდი, მერის ოფიციალური Facebook გვერდი, youtube); ზ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის (www.rustavi.gov.ge) ყოველდღიურ განახლებას და მართვას; თ) მოქალაქეთა პრობლემური საკითხების განხილვისა და მათზე რეაგირების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეების მიღების პროცესის ორგანიზებას; ი) მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ან/და მონაწილეობით გამართული ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღებას; კ) მერთან შეხვედრის მსურველ მოქალაქეთა წერილების, ინიციატივების და პროექტების ანალიზს, მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მუნიციპალიტეტის სისტემაში შემავალი კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მიწოდებას და მათზე რეაგირების მონიტორინგს; ლ) მოქალაქეთა მიერ მერიის სახელზე წარსადგენი განცხადებებისა და წერილების მომზადების პროცესში მოქალაქეებისათვის კონსულტაციის და შესაბამისი დახმარების გაწევას; მ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის საკითხებზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ აპარატის ინპექტირებით გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულებაზე კონტროლს; ნ) მოქალაქეთათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სატელეფონო „ცხელ ხაზზე“, რუსთავის მერიის ვებგვერდის, FACEBOOK გვერდებზე და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე (municipality@rustavi.gov.ge) შემოსულ კითხვებზე რეაგირებას; ო) რუსთავის მერიის სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობის უზრუნველყოფას, მათ შორის მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში პირველადი კონსულტაციის გაწევას, მომსახურების სერვისებზე ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა დახმარების აღმოჩენის შესახებ შეტყობინებების მიღებას, დამუშავებასა და უფლებამოსილი სუბიექტებისთვის შემდგომი რეაგირების მიზნით გადაცემას; პ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის და მერიის თანამდებობის პირების საზღვარგარეთის ქვეყნებში/ქალაქებში ოფიციალური, სამუშაო და გაცვლითი ვიზიტების ფარგლებში, ასევე მერიის მიერ ინიცირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის, საჩუქრების გადაცემის ცერემონიის ორგანიზებას და საპროტოკოლო უზრუნველყოფას; ჟ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის და მერიის თანამდებობის პირების მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების/ქალაქების წარმომადგენლობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების, საზოგადო მოღვაწეების, საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ოფიციალური, სამუშაო და გაცვლითი ვიზიტების ორგანიზებას და საპროტოკოლო უზრუნველყოფას; რ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის მომზადების პროცესში ჩართულობას; ს) კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო ინსტრუქციებისა და მითითებების შემუშავებას; ტ) კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო პროცესის ანალიზსა და მისი გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; უ) ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები