დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების უზრუნველყოფისა და ქ. თბილისში მოსახლეობის მომსახურების სერვისული ცენტრების საქმიანობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 546 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 123, 01/11/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების უზრუნველყოფისა და ქ. თბილისში მოსახლეობის მომსახურების სერვისული ცენტრების საქმიანობის შესახებ
ქ. თბილისში მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების, ასევე საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციისა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობების გაცემის ახალი სისტემის ჩამოყალიბებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სამოქალაქო რეესტრის წარმოების ხელშეწყობის მიზნით,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა შეისწავლონ შპს „საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვისული ცენტრების“ საქმიანობა მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, მათი ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმის შენარჩუნების მიზანშეწონილობის, ასევე ადგილობრივი საკუთრების აღრიცხვის და შესაბამისი ქირის გადახდის სისტემის ეფექტიანობის თვალსაზრისით.
2. ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შპს „საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვისულ ცენტრებსა“ და მოქალაქეთა შორის ხელშეკრულებათა გაფორმება, რომლებითაც განისაზღვრება ადგილობრივი საკუთრების საცხოვრებელ ფართობზე ქირის გადახდის წესი, ასევე კომუნალური და სხვა მომსახურების გაწევის პირობები, აღნიშნული მომსახურების საფასური და მისი გადახდის წესი. განსაკუთრებული კონტროლი დაწესდეს იმაზე, რომ ქირის გადახდევინება არ ხორციელდებოდეს კერძო საკუთრებაში მყოფ ფართობზე.
3. შპს „საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვისულ ცენტრებში“ არსებულ ე.წ. საბინაო წიგნებში დაცული ინფორმაციის გათვალისწინებით ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ აღნიშნული საბინაო წიგნების ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის გადაცემა.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს ე.წ. საბინაო წიგნებში დაცული ინფორმაციის შესწავლა და გათვალისწინება სამოქალაქო რეესტრის წარმოების დროს.
5. ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის მიზნით უზრუნველყონ შპს „საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვისული ცენტრებიდან“ საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცნობის (ე.წ. ფორმა № 1-ის) გაცემის სრული შეწყვეტა.
6. საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით სახელმწიფო ორგანოებმა, ორგანიზაციებმა, დაწესებულებებმა, საწარმოებმა, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა (მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და იუსტიციის სამინისტროების მმართველობის სისტემაში შემავალმა დაწესებულებებმა), საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საქართველოში საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით იხელმძღვანელონ მხოლოდ სახელმწიფოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული პირადობის (რეგისტრაციის) და ბინადრობის მოწმობებით.
7. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 26 ოქტომბერი
№546–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები