„პოლიტიკური პარტიების მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 29/2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 20/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 25/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016404
29/2018
20/07/2018
ვებგვერდი, 23/07/2018
010340000.15.008.016404
„პოლიტიკური პარტიების მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
„პოლიტიკური პარტიების მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №29/2018

2018 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

„პოლიტიკური პარტიების მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„პოლიტიკური პარტიების მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 19/03/2018, 010340000.15.008.016396) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“.

2. დადგენილების სამართლებრივი საფუძვლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:“.

3. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესი და პირობები დანართის შესაბამისად.“.

4. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/ბლოკების მიერ წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით პროცედურების განხორციელება ნებაყოფლობითია. პარტიები/ბლოკები/ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან, იმოქმედონ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესების მიხედვით.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესი და პირობები“;

ბ) თავი 1-ის განყოფილების „საარჩევნო სუბიექტის (პარტია/საარჩევნო ბლოკი) ინფორმაციის ელექტრონულად ასახვა“ პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით, პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკოს კანცელარიაში წარადგენს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრულ დოკუმენტაციას.“;

გ) თავი 2-ის განყოფილების „ზოგადი ინფორმაცია“ პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ პარტიებს, ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საშუალება ეძლევათ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის პროცესი განახორციელონ ელექტრონული საშუალებებით, ონლაინ რეჟიმში, მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისაგან დადგენილი წესით გადაეცემათ მომხმარებლის უნიკალური სახელი (USER) და პაროლი (password) და გაეხსნებათ ელექტრონული სივრცე.“;

დ) თავი 2-ის სურათი №40-ის ჩანაწერში „სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები;“ შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები;“;

ე) თავი 2-ის სურათი №40-ის სამართლებრივი საფუძვლების პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად უფლებამოსილი პარტიები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ნიშნავენ არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-40 დღისა.“.

მუხლი 2
დაევალოს ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტსა (ა. ცისკარიძე) და სარეგისტრაციო და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ე. ველიძე) ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინონ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილების დანართის ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც განისაზღრება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესი და პირობები.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი