საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-1/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 26/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 020080050.22.035.016511
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-1/ნ
19/07/2018
ვებგვერდი, 20/07/2018
020080050.22.035.016511
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/07/2018 - 24/05/2019)

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-1/ნ

2018 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის,   ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1);
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და წარდგენის წესი (დანართი №2);
გ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტი (დანართი №3);
დ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №4).
2. ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა", მისი დაცვის სირთულეთა გათვალისწინებით, მიეკუთვნება მკაცრის აღრიცხვის ფორმის მესამე კატეგორიას („მარტივი ტიპი“).
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების დამზადების, მომარაგების, შენახვისა და განადგურებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის 2018 წლის 21 ივნისის №01-24/ნ ბრძანება.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო