დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-1158/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 02/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი ა) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „med care“-ზე (მის: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №12/ლუბლიანას ქუჩა N66) გაცემული „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია – სალიცენზიო მოწმობა N002024, ბრძანება №02-689/ო, 18.04.2017წ. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6). 3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. საფუძველი: შპს „med care“-ის დირექტორის რ. ლობჯანიძის განცხადება №51400, 28.05.2018წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები