დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3376-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/09/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/09/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190000.05.001.019134 |
|
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 15.07.2004, მუხ. 85) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ზავის დადების, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის მეორე წინადადებით გათვალისწინებული კონსტიტუციური ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ;“; ბ) მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკითხებს, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას/წარდგინებას ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას; დ) საქართველოს მთავრობის თანხმობის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის მისაღებად უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს მთავრობისთვის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენას;“. 2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
ქუთაისი, 5 სექტემბერი 2018 წ. N3376-Iს |
დოკუმენტის კომენტარები