„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 515
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 123, 01/11/2004
სარეგისტრაციო კოდი 00000000.00(0).000.000000
  • Word
515
26/10/2004
სსმ, 123, 01/11/2004
00000000.00(0).000.000000
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რატიფიცირებულ იქნეს ევროპის საბჭოს 1985 წლის 15 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია და ამავე ქარტიის მე-12 მუხლის შესაბამისად, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს გაეგზავნოს შეტყობინება საქართველოს მიერ ქარტიის შემდეგი 24 პუნქტის აღიარების თაობაზე:

ა) მე-12 მუხლის 1-ლ პუნქტში განსაზღვრული სავალდებულო პუნქტებიდან: მე-2 მუხლი, მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, მე-4 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტები, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-9 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-11 მუხლი;

ბ) დამატებთი პუნქტებიდან: მე-4 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-8 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები, მე-9 მუხლის მე-4, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტები.

2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე საქართველო იხსნის პასუხისმგებლობას აღნიშნულ ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 26 ოქტომბერი .

515–IIს