დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №01-75/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-4/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016514 |
01-4/ნ
19/07/2018
ვებგვერდი, 20/07/2018
470230000.22.035.016514
„ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №01-75/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №01-75/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 470230000.22.035.016483) დამტკიცებული ,,ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ის პირები, რომლებმაც მინდობით აღმზრდელის (მინდობით აღზრდის) გადამზადება გაიარეს/გადიან ორგანიზაციებში („საქართველოს ბავშვები“ და „World Vision International“-ის საქართველოს ფილიალი) და ფლობენ ან 2018 წლის 1 ივლისამდე მიიღებენ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ გაცემულ სერთიფიკატს, ჩაითვალონ ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად სერტიფიცირებულად. |
| მუხლი 3 |
ბრძანება, გარდა ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები