დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 502 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 123, 01/11/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/11/2004 - 01/03/2006)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
საქართველოში სამშენებლო პროცესის სრულყოფისა და მისი მომწესრიგებელი ნორმების ერთიან სისტემაში მოყვანის, აგრეთვე მშენებლობასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხთა ნორმატიული მოწესრიგების მიზნით,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შემუშავებულ იქნეს საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტი, რომელშიც მოდიფიცირებული სახით თავს მოიყრის მშენებლობის პროცესის ამჟამად მარეგულირებელი კანონების ძირითადი დებულებები, რომლებიც თავის მხრივ სხვადასხვა დროს არის მიღებული და რომელთა ნორმების უმრავლესობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებთან ერთად 2005 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 26 ოქტომბერი.
№502–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები