“საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016336
38
16/07/2018
ვებგვერდი, 18/07/2018
010250020.35.156.016336
“საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №38

2018 წლის 16 ივლისი

ქ. დმანისი

 

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №58 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/09/2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016176)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს  დმანისის მუნიციპალიტეტის      მერიასა      და     საკრებულოში     (შემდგომ    – მუნიციპელიტეტი) არსებული, საზოგადოებრივი  ინტერესის   მატარებელი   საჯარო  ინფორმაციის  პროაქტიულად   გამოქვეყნების   წესს  და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალს.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე: www.dmanisi.gov.ge (შემდგომ – ვებგვერდი).“

„6. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას  უზრუნველყოფს  მერიის  ადმინისტრაციული  სამსახური.“

3. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, „ზ“, „ი“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურა და ფუნქციები (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);

ბ) მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და მერიის მიერ მიღებული სამართლებრივი  აქტები;

გ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების შესახებ: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა);

„ვ) მუნიციპალიტეტის  საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატისა და მერიის   თანამშრომლების სამსახურებრივი  ელექტრონული ფოსტის მისამართი და  სამსახურებრივი  ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);

ზ) მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატისა  და მერიის საშტატო განრიგი (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);“

„ი) ინფორმაცია საკრებულოს აპარატსა და მერიაში დასაქმებულთა რაოდენობის  შესახებ, მათ შორის, საჯარო მოსამსახურის სახეების მიხედვით, აგრეთვე გენდერულ  ჭრილში: სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა სტრუქტურული ერთეულის მითითებით (განახლდება კვარტალურად, კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აგრეთვე წლიურად, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს  10 სამუშაო დღისა);

„ფ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, აპარატისა  და მერიის  თანამშრომლებისათვის მიცემული თანამდებობრივი სარგოების, დანამატებისა და  პრემიების  კვარტალური ოდენობების შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება კვარტალურად, კვარტალის  დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აგრეთვე წლიურად, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა);

ქ) ინფორმაცია საკრებულოს წევრთა, აპარატის და მერიის თანამშრომელთა  სამსახურებრივი  მივლინებისას გაწეული  სამივლინებო ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ცალ-ცალკე –  ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებებისათვის)     (ქვეყნდება კვარტალურად, კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აგრეთვე წლიურად, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა);“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით ვებგვერდის  ადმინისტრირებას  ახორციელებს მერიის ადმინისტრაციული სამსახური. ვებგვერდის   ადმინისტრირებისათვის პასუხისმგებელ პირს განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის  მერი.“.

4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო ინფორმაცია მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს ვებგვერდზე    განსათავსებლად ელექტრონული სახით მიეწოდება.“

5. მე-8 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, მუნიციპალიტეტის ელექტრონულ მისამართზე: dmanisi.mun@dmanisi.gov.ge (შემდგომ – ელექტრონული მისამართი).”

„6. განცხადებას არეგისტრირებს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  საქმისწარმოების განყოფილება, რომელიც რეგისტრაციის ავტომატური დადასტურების შემდეგ მას გადასცემს საჯარო  ინფორმაციისათვის პასუხისმგებელ  პირს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი