დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.156.016335 |
|
„მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 მარტის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/03/2016, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.156.016237) და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე. 2. მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდეგში – სამსახური), „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2. მშენებლობის სანებართვო მოწმობის დამზადება და მომარაგება 1. ამ წესით განსაზღვრული მშენებლობის სანებართვო მოწმობა (შემდეგში – მოწმობა) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ. 2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მერია), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს რელიეფურ დამცავ ბადეს. 4. მოწმობის ფორმა განისაზღვრება თანახმად დადგენილების დანართი №1-ისა. 5. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერის) მიერ, შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. პასუხისმგებელი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს სამსახურის უფროსს, შესაბამის მოხსენებით ბარათზე მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. მუხლი 3. სანებართვო მოწმობის გაცემა და დაბრუნება 1. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს და მოწმობას ხელმოსაწერად ამზადებს სამსახური. 2. მოწმობის მიღება-ჩაბარება აღირიცხება სპეციალურ ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება თანახმად დადგენილების დანართი №3-ისა. 3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს. 4. პასუხისმგებელ პირს ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე. 5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს მოწმობის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის დაბრუნებას, რის შესახებაც სამსახური ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს დმანისის მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 4. სანებართვო მოწმობის შევსება და წარმოება 1. მოწმობა ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი მოწმობა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირი სამსახურის უფროსს მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს იმავე დღესვე. გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით, ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი ადგენს ჩამოწერის აქტს. 2. მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება სამსახურში. მუხლი 5. სანებართვო მოწმობის შენახვა 1. მოწმობის შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. მოწმობა უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში. 3. სათავსი, სადაც ინახება მოწმობა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 4. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის გამცემი გასცემს დუბლიკატს, ნებართვის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, დოკუმენტების წარდგენიდან 2 დღის ვადაში. 5. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები: ა) წერილობითი განცხადება; ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. 6. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის განაკვეთი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად განისაზღვროს 10 (ათი) ლარის ოდენობით. 7. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს ზედა მარჯვენა (დამკვირვებლის პოზიციიდან) თავისუფალ ადგილზე ესმება შტამპი, აღნიშვნით „დუბლიკატი“. 8. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა როგორც მის დედანს. ნებართვის გამცემ შესაბამის სამსახურს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში (სარეგისტრაციო ჟურნალში). მუხლი 7. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ფიზიკური დაზიანების გამო; გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დადგენილების დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს სამსახურის უფროსი და პასუხისმგებელი პირი. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები