„სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლისათვის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი და ვაჟა-ფშაველას სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 06/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 25/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017563
06/ნ
25/07/2018
ვებგვერდი, 26/07/2018
040030000.22.022.017563
„სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლისათვის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი და ვაჟა-ფშაველას სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
„სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლისათვის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი და ვაჟა-ფშაველას სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №06/ნ

2018 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

„სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლისათვის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი და ვაჟა-ფშაველას სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005) დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლას მიენიჭოს სკოლის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი სოფელ ცოცხნარის სახელი და ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული საერო პირის – ვაჟა-ფშაველას სახელი.
მუხლი 2
სსიპ – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სსიპ – ვაჟა-ფშაველას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოცხნარის საჯარო სკოლა.
მუხლი 3
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, №112, 26/09/2005) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-18 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

18

ვაჟა-ფშაველას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოცხნარის საჯარო სკოლა

სოფელი ცოცხნარა

დაწ-საბ.

მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი