„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 აპრილის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016415
64
16/07/2018
ვებგვერდი, 17/07/2018
010250050.35.137.016415
„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 აპრილის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №64

2018 წლის 16 ივლისი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 აპრილის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“  ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 16 აპრილის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/04/2018, 010250050.35.137.016395), კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2018  წლის 1 ივლისიდან.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი

დანართი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

მუხლი 1. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრულ ოდენობა

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს 15%-ს და განისაზღვროს 480  (ოთხას ოთხმოცი) ლარით.

მუხლი 2. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს წევრების მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებასთან, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.

მუხლი 3. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დარიცხვა

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.