„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 25/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017558
01/ნ
25/07/2018
ვებგვერდი, 25/07/2018
430010000.22.022.017558
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №01/ნ

2018 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით (სსმ, №163, 14/12/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016036) დამტკიცებულ „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალის“ (დანართი №4):

1. 040174 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი პროფესიული სპეციალიზაცია:

„040175 ვებტექნოლოგიები“.

2. 040781 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი პროფესიული სპეციალიზაციები:

„040782 – სარკინიგზო ძრავიანი ტრანსპორტი;

040783 – რკინიგზის ოპერირება“.

3. 040965 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი პროფესიული სპეციალიზაცია:

„040966 – სამკერვალო წარმოება“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი