„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016522
76
13/07/2018
ვებგვერდი, 17/07/2018
010260010.35.148.016522
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №76

2018 წლის 13 ივლისი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი  და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge ,16/11/2017, 010260010.35.148.016396) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას;“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული შესასრულებელი სამუშაოების მიმდინარეობის და ვადების კონტროლს, მოცულობისა და ხარისხის შემოწმებას, შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას;“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვებით განხორცილებულ იმ სამშენებლო სამუშაოებზე (გარდა სამუშაოების ან მომსახურების შესრულების ვადების კონტროლისა და შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებისა), რომელთა შესყიდვის ღირებულება აღემატება 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს და რომლებზეც ტექნიკური ზედამხედველობის ვალდებულება ეკისრება სახელმწიფო შესყიდვების შედეგად გამარჯვებულ კომპანიას“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქცია-მოვალეობებზე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილება ზედამხედველობას და მონიტორინგს უწევს  სახელმწიფო შესყიდვების შედეგად გამარჯვებული კომპანიის მიერ არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვით აღებულ ვალდებულებებს სრულად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე