დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 72 |
დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 13/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.148.016518 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2017; 190020020.35.148.016417) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება“ განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 24,820.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება“ განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 18,970.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 19,500.7 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 530,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: (ათას ლარებში)
“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -5,130.2 ათასი ლარის ოდენობით. ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -5,277.6 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 5,277.6 ათასი ლარის ოდენობით. თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 02 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის ქუჩების და საავტომობილო გზების რეაბილიტაცია; ვარიანის, მეჯვრისხევის, ახალუბნის, ტყვიავის, მერეთის, ბერბუკის, ტირძნისის, კარალეთის, დიცის, ზეღდულეთის და სხვა ტერიტორიულ ორგანოებში შემავალი სოფლების შიდა გზების მოხრეშვა, მოვლა-პატრონობა; ქალაქის ქუჩების ორმოული შეკეთება; საგზაო ნიშნების, დამისამართების აბრების და სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერების მოწყობა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში დაგეგმილია გორში სამების, ნინოშვილის, თბილისის, თოიძის, დავითაშვილის, ძმები რომელაშვილების ქუჩების, რკ/გზის დასახლებაში არსებული ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემების, გოგებაშვილის ქუჩის (კახნიაშვილის ქუჩის კვეთიდან 26 მაისის სანაპირომდე) მონაკვეთის, საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა. აგრეთვე, სოფელ ქვეშის გზიდან სათემო-ციცაგიანთკარი-ახრისის დამაკავშირებელი გზის, სოფელ მერეთის, სოფელ კოშკას და გუგუტიანთკარის საავტომობილო გზების, სოფელ საქაშეთიდან ჩასახლებამდე მისასვლელი გზის ასფალტის საფარის მოწყობა, სოფელ ქვ. ხვითის გზის ასფალტირება (რკინიგზის სადგურიდან სოფლის ცენტრამდე), მეჯვრისხევის შიდასახელმწიფოებრივი გზიდან კვარხეთის ცენტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სოფელ ხურვალეთში გზის ასფალტირება. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში განხორციელდება მშვიდობის გამზ.№2 და №2/ა-ს შორის გზის მოპირკეთება და ნადირაძის ქუჩაზე საფეხმავლო სივრცეების მოწყობა. ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რკინიგზის დასახლებაში არსებული საკანალიზაციო ქსელის გამწმენდი ნაგებობის ფუნქციონირების (ელ.ენერგიის ღირებულების ანაზღაურება) ხელშეწყობა და სოფელ ხიდისთავში სანიაღვრე არხის მოწყობა-რეაბილიტაცია. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში დაგეგმილია ქ. გორში სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნის, სტალინის გამზირის (სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნიდან ქუთაისის ქუჩის კვეთამდე) მონაკვეთის მიმდებარე სანიაღვრე წყალარინების სისტემებისა და მამარდაშვილისა და ჩოდრიშვილის ქუჩების სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია. ასევე გათვალისწინებულია გასული წლის ვალდებულებების ფარგლებში რკ/გზის სადგურის დასახლების საკანალიზაციო სისტემის მოწყობის საგარანტიო თანხის დაბრუნება.“; კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს „ბ.კ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ.კ) სარწყავი არხების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 02 14) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ ატენში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია.“; ლ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.თ) ა(ა)იპ –– გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03 13) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური პრობლემების და მოთხოვნილებების შესწავლის, მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის განსახორციელებელი პროექტებისათვის თანხების მოძიების, დემოგრაფიულ, სოციალურ და ეკონომიკურ სკითხებზე გამოკითხვების ჩატარების, ხელისუფლების და ბიზნესსექტორის მიერ საინვესტიციო შესაძლებლობების ანალიზის, უცხოურ ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარების და განვითარების სხვა პროგრამების შემუშავების მიზნით დაგეგმილია მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯების უზრუნველყოფა სუბსიდირების გზით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების სამგანზომილებიანი მოდელირება, მასზე არსებული ინფორმაციის მიმაგრება და ინტერნეტსივრცეში განთავსება. გეოინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა. ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით მათი ექსპლოატაციისათვის აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა. შიდა ტურიზმის, შემოყვანის ტურიზმის, სამთო ტურიზმისა და ალპინიზმის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება მოსწავლე-ახალგაზრდობაში. ტურიზმსა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური პრიორიტეტების, სტრატეგიისა და წინადადებების შემუშავება. ახალი ტურისტული ადგილების შექმნისათვის რეკომენდაციების მომზადება და მრავალფეროვანი ტურისტული პროგრამების შექმნა და შეთავაზება.“; მ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) ა(ა)იპ –– გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბ გორის“ ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ფეხბურთის კლუბის ფუნქციონირების ხელშეწყობის სუბსიდირება.“; ნ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები