„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 08/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 25/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 15/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017565
08/ნ
25/07/2018
ვებგვერდი, 26/07/2018
040030000.22.022.017565
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №08/ნ

2018 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 240211, 24/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016064) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:

ა) მე-4 მუხლის „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დირექტორობის მსურველი პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის არანაკლებ 3 წლის, აქედან, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟი და დადგენილი წესით გამოთქვამს სურვილს დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;“.

ბ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეგისტრაციისას დირექტორობის მსურველს ავტომატურად ენიჭება საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი.“;

გ) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. ტესტებისა და ტესტის პასუხების გამოქვეყნება

ტესტირების შედეგი განთავსდება მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე და დირექტორობის მსურველს შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს მიღებული შედეგები საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდის გამოყენებით.“.

ე) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დირექტორობის მსურველს უფლება აქვს სერტიფიცირების ეტაპის ტესტირების  შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინოს რესურსცენტრსა ან მართვის სისტემაში ტესტირების შედეგების მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.“.

ვ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება მართვის სისტემის ანგარიშზე.“;

ზ) 201 მუხლის:

ზ.ა)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.“;

ზ.ბ) 201 მუხლს მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სიის დამტკიცებამდე სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი სიის დამტკიცების მიზნით, ამოწმებს:

ა) დირექტორობის შერჩეული კანდიდატების „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ბ) დირექტორობის შერჩეულ კანდიდატებს იმ პირთა რეესტრში, რომელთაც  კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.

6. სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატების სიის დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი