დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.161.016428 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/07/2018 - 30/04/2024)
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №40 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016241, ვებგვერდი, 25/06/2015). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესი
|
მუხლი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპოტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება ხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, სამოქალაქო აქტიურობის, სპორტის გავრცელებული სახეობებისათვის ტრადიციების შენარჩუნებისა და მათი პოპულარიზაციის მიზნით. მუხლი 2 1. საქართველოს სახელით მოასპარეზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება შესაძლებელია განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით. წარმატებული სპორტსმენის ან/და მწვრთნელის დაჯილდოების მიზნით, საკრებულოს ინიციატივას ან მერიის შუამდგომლობას უნდა დაერთოს სპორტსმენის ან/და მწვრთნელის მიერ წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია: ა) შესაბამისი ტიტულის მოპოვების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან/და ცნობა ტიტულის მოპოვების შესახებ შესაბამისი ფედერაციიდან; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სპორტსმენის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი; დ) მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი; ე) მწვრთნელის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი. 2. პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტებში ასახული პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ სპორტსმენის დაჯილდოების საკითხის განხილვისას. 3. ჯილდო გაიცემა მხოლოდ იმ სპორტსმენებზე, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აღიარებულ სპორტულ ფედერაციებს. 4. იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენი ასპარეზობს რამდენიმე კატეგორიაში, დაჯილდოვდება ერთი კატეგორიის საუკეთესო შედეგის შესაბამისად. მუხლი 3 ა) გადაწყვეტილებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების შესახებ სხდომაზე ინდივიდუალურად იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი განკარგულებით; ბ) მწვრთნელი დაჯილდოვდება ერთჯერადად, საუკეთესო ტიტულის მქონე ერთ სპორტსმენზე გასაცემი ჯილდოს არაუმეტეს 50%-ისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე გამარჯვებული სპორტსმენის მწვრთნელი ერთი და იგივე პიროვნებაა, ყოველი მომდევნო გამარჯვებული სპორტსმენის ჯილდოს არაუმეტეს 20%-ისა; გ) გუნდური გამარჯვების შემთხვევაში, გუნდის და ცალკეული სპორტსმენის დაჯილდოების საკითხი არ განიხილება. მუხლი 4 წარმატებულ სპორტსმენთა დასაჯილდოებლად განსაზღვრულია შემდეგ ოდენობამდე ფულადი ჯილდოები: ა) საქართველოს ჩემპიონატზე: ა.ა) უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარამდე, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარამდე, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარამდე; ა.ბ) ჭაბუკთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარამდე, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარამდე, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარამდე; ა.გ) ახალგაზრდებსა და 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარამდე, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 700 ლარამდე, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარამდე; ა.დ) მოზრდილთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარამდე, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 700 ლარამდე; ბ) ევროპის ჩემპიონატზე: ბ.ა) უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარამდე, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარამდე, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარამდე. ბ.ბ) ჭაბუკთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე; მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარამდე, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარამდე; ბ.გ) 23 წლამდე ახალგაზრდებსა და ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარამდე; მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე; მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარამდე. ბ.დ) მოზრდილთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარამდე; მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარამდე; მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე; გ) მსოფლიო ჩემპიონატზე: გ.ა) უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარამდე, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარამდე; გ.ბ) ჭაბუკთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარამდე; მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარამდე; მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე; გ.გ) 23 წლამდე ახალგაზრდებსა და ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარამდე; მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარამდე; მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარამდე; გ.დ) მოზრდილთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 5000 ლარამდე; მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარამდე; მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარამდე. მუხლი 5 ოლიმპიური ჩემპიონების შემთხვევები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროზე და სხდომაზე განიხილება ინდივიდუალურად. მუხლი 6 განკარგულება წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების შესახებ დასაფინანსებლად იგზავნება მუნიციპალიტეტის მერიაში. მუხლი 7 წარმატებული სპორტსმენის დაჯილდოების შესახებ გამოცემული განკარგულება საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები