„საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 157/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 03/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016325
157/04
13/07/2018
ვებგვერდი, 16/07/2018
220090000.18.011.016325
„საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №157/04

2018 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 110516011, 18/05/2011, ს/კ: 220090000.18.011.016030) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„51. ექვაირერი უფლებამოსილია გაუწიოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტს ექვაირინგის მომსახურება მისთვის ანგარიშის გაუხსნელად. ამასთანავე, ექვაირერმა უნდა უზრუნველყოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტისთვის მისი კუთვნილი თანხის ჩარიცხვა საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში გახსნილ ამ სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ანგარიშზე ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ამ სავაჭრო/მომსახურების ობიექტის სახაზინო კოდზე. აღნიშნული თანხის გადარიცხვა უნდა განხორციელდეს ექვაირერის მიერ შესაბამისი ანგარიშსწორების თანხის მიღებიდან (ჩარიცხვიდან) არაუგვიანეს მეორე საბანკო დღისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე