„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016770
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
79
12/07/2018
ვებგვერდი, 12/07/2018
140130000.22.034.016770
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/07/2018 - 16/07/2018)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №79

2018 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) სპეციალური შემოწმება – სამინისტროს სისტემაში მისაღებ/დასანიშნ კანდიდატთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება/მოძიება.“.

2.  მე-12 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურში მიღებისთვის ან/და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის (გარდა ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:

ა) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უმცროს სპეციალურ წოდებას ან რიგითების, კაპრალების ან/და სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს საშუალო სპეციალურ წოდებას ან/და უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღები/დასანიშნი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ბ.ა) მიღებული აქვს უმაღლესი განათლება;

ბ.ბ) მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება და აკადემიაში დადგენილი წესით გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო ან სპეციალური მომზადების პროგრამა ან კურსი;

ბ.გ) მიღებული სრული ზოგადი განათლება, თუ ის ინიშნება უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ან სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის ან მესაზღვრე-კონტროლიორის ვაკანტურ თანამდებობაზე;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სპეციალურ წოდებას, უმაღლეს სპეციალურ წოდებას, უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას ან/და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება;

დ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა ითვალისწინებს გამოძიების ფუნქციის განხორციელებას, მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, გარდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლისა და უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლისა;

ე) მართლწესრიგის უფროსი ოფიცრისა და მართლწესრიგის ოფიცრის თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბრძოლო  ან/და  ობიექტების  დაცვის  (გარდა  სსიპ  –  სამინისტროს  დაცვის  პოლიციის  დეპარტამენტისა/შემდგომში  –  დაცვის  პოლიცია/)  ფუნქციის  განმახორციელებელ  თანამდებობებზე  განყოფილების  უფროსის  თანამდებობის  ჩათვლით  შესაძლებელია  დაინიშნოს  სრული  ზოგადი  განათლების  მქონე  პირი.“.

3. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პოლიციელად მისაღებ კანდიდატს არჩევს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ერთეული და სპეციალური საკონკურსო კომისია, რომელიც ამოწმებს კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფიზიკურ მომზადებას, განათლებასა და საქმიან თვისებებს.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სამინისტროს ერთიანი სპეციალური საკონკურსო კომისია.“;

გ) მე-8 და მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური საკონკურსო კომისია  ორგანიზებას უწევს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეების  (პოლიციელები) თანამდებობაზე (განყოფილების უფროსის და უფრო დაბალ თანამდებობაზე), სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსების ჩატარებას, გარდა ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

9. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სპეციალური საკონკურსო კომისიები ორგანიზებას უწევენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეების  (პოლიციელები) თანამდებობაზე (განყოფილების უფროსის და უფრო დაბალ თანამდებობაზე), სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსის ჩატარებას, გარდა ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. სამინისტროს ერთიანი სპეციალური საკონკურსო კომისია ორგანიზებას უწევს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში ამ წესის 75-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსის ჩატარებას.“.

4. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ერთეული და სპეციალური საკონკურსო კომისიის წევრები ვალდებულნი არიან კანდიდატის შეფასებისას იხელმძღვანელონ კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის, საქართველოს მოქალაქეთათვის პოლიციაში სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გენდერული თანასწორობის, გამჭვირვალობისა და ამ წესით აღიარებული სხვა პრინციპების დაცვით და გამოიყენონ შეფასების ერთგვაროვანი და თანმიმდევრული სტანდარტი ყველა კანდიდატთან მიმართებით.“;

5. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სამინისტროს ერთიან სპეციალურ საკონკურსო კომისიას მიმართავს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;“.

6. 25-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელმაც მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით გაიარა შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი. ეს თანამდებობებია:

ა) სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს განყოფილების უფროსი და განყოფილების უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი და სამმართველოს უფროსის მოადგილე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს თანამდებობა არ ითვალისწინებს საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას);

ბ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ოცმეთაური, ცვლის უფროსი, ცვლის მეთაური, განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი და სამმართველოს უფროსის მოადგილე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ განყოფილების უფროსის, განყოფილების უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსის და სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა არ ითვალისწინებს საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას).“;

ბ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად პროგრამის/კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და აკადემიის მიერ მინიჭებული ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომის დანართის, აგრეთვე  ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, შეიძლება მიეცეს საქართველოს მოქალაქეს მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი პირის თანხმობით, ამ პირის სპეციალური ცოდნის, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, გამოცდილების ან/და სხვა განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით.“.

7. 26-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პოლიციაში მისაღები პირი ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სამ თვემდე გამოსაცდელი ვადით, გარდა ამ წესის 76-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებულ ვადაში შეიძლება მიმდინარეობდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი სპეციალური შემოწმება. გამოსაცდელი ვადისა (თუ გამოყენებულია გამოსაცდელი ვადის ეტაპი) და  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ერთზე მეტი კანდიდატის შემთხვევაში – კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის  გადაწყვეტილებას პირის პოლიციაში მიღების (სამინისტროში ჩარიცხვა) შესახებ, რომელიც სათანადო რეაგირების მიზნით დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და ეცნობება სპეციალურ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს.“.

8. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“.

9. 75-ე და 76-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 75. ცალკეული თანამდებობებისთვის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი

1. პირის სამსახურში მიღებისას ამ მუხლისა და ამ წესის 76-ე მუხლით დადგენილი წესები ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ინიშნება შემდეგ ვაკანტურ თანამდებობაზე:

ა) დეტექტივ-გამომძიებელი და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი;

ბ) უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;

გ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი/უფროსი გამომძიებელი, ათმეთაური, პატრულ-ინსპექტორი და მესაზღვრე-კონტროლიორი;

დ) მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი და მართლწესრიგის ოფიცერი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე პირის სამსახურში მიღებისას ამ წესით დადგენილი პროცედურები და მოთხოვნები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლითა და ამ წესის 76-ე მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ 18 წლის ასაკს მიღწეულ ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს  პოლიციაში სამსახურის დასაწყებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

4. სპეციალური კონკურსის ეტაპებია:

ა) აპლიკაციის მიღება და გადარჩევა;

ბ) ტესტირება;

გ) გასაუბრება;

დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;

ე) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;

ვ) სპეციალური შემოწმება.

5. პირის პიროვნული და პროფესიული კეთილსინდისიერების, საქმიანი და მორალური რეპუტაციის, მისი წარსული საქმიანობის პოლიციელის თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პოლიციელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე ხორციელდება მისი სპეციალური შემოწმება.

6. კანდიდატის შეფასება ხორციელდება სპეციალური კონკურსის ეტაპების შედეგებისა და სპეციალური შემოწმების დროს მოძიებული ინფორმაციის სამართლიანი ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

7. კონკურსის ეტაპების გამსვლელი ბარიერი განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

8. ამ მუხლის მეორე პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას არ ექვემდებარება პირი, რომელსაც დადგენილი წესით გავლილი აქვს აღნიშნული ეტაპები და მათი გავლიდან არ არის გასული ერთი წელი, ან სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე (სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი), თუ მისი სამინისტროდან დათხოვნის დღიდან არ არის გასული 6 თვე. 

9. კანდიდატების მიერ წარდგენილი აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან და დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. აპლიკაციის გადარჩევის ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების მიღების დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში.

10. თითოეული ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატი გადადის კონკურსის მომდევნო ეტაპზე გონივრულ ვადაში. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასვლის შესახებ სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას.

11. ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ეტაპის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში პოლიციაში პირის მიღების საკითხი ავტომატურად წყდება.

12. სპეციალური კონკურსის ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას კანდიდატის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ, რომელსაც კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით სპეციალური საკონკურსო კომისია წარუდგენს მინისტრს ან პოლიციელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე სხვა პირს.

მუხლი 76. ცალკეულ თანამდებობაზე  გამოსაცდელი ვადით დანიშვნა

1. ამ წესის 75-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ პირს, მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის სხვა პირი ნიშნავს  გამოსაცდელი ვადით.

2. პირი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შემდეგ დებს პოლიციელის ფიცს და ენიჭება პოლიციის რიგითის სპეციალური წოდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს უკვე მინიჭებული აქვს სხვა  სპეციალური ან სამხედრო წოდება.

3. გამოსაცდელი ვადით დანიშვნისთანავე პირი სამინისტროს აკადემიაში ირიცხება სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

4. გამოსაცდელი ვადა, რომელიც ასევე მოიცავს პროფესიული სწავლების პერიოდს, არ აღემატება 1 წელს.

5. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პროფესიული სწავლების პერიოდში პირი იღებს შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ნახევარს, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების დროს კი სრულ თანამდებობრივ სარგოს.

6. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლისგან, სპეციალური კონკურსის შედეგების გათვალისწინებით,  თავისუფლდება:

ა) პირი, რომელსაც ბოლო 1 წლის განმავლობაში გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალიზაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) პირი, რომელსაც აქვს მოსამართლედ, პროკურორად ან გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ)   სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე, რომლის დათხოვნიდან გასული არ არის 3 წელი და სამსახურში მიღებული იყო ამ წესის 75-ე და ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზნით, სპეციალური კონკურსის შედეგების გამსვლელი ბარიერი განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

8. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს,  პოლიციელის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ირიცხება სპეციალური გადამზადების ხანმოკლე კურსზე.

9. პირის მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური გადამზადების კურსის ან გამოსაცდელი ვადის წარუმატებლად გავლა წარმოადგენს სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს.

10. პირი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ,  ინიშნება განუსაზღვრელი ვადით.“.

10. 77-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 77. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილებისას

1. სამინისტროს მოსამსახურე, რომელსაც გავლილი აქვს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლისთვის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლისთვის განკუთვნილი სპეციალური პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამა, ამ თანამდებობაზე დანიშვნისას თავისუფლდება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის ვალდებულებისგან.

2. სამინისტროს მოსამსახურე, რომელსაც გავლილი აქვს მართლწესრიგის ოფიცრისათვის ან/და მართლწესრიგის უფროსი ოფიცრისათვის განკუთვნილი სპეციალური პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამა, ამ თანამდებობაზე დანიშვნისას თავისუფლდება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის ვალდებულებისგან.

3. სამინისტროს მოსამსახურე, რომელსაც გავლილი აქვს დეტექტივ-გამომძიებლისთვის, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლისთვის, გამომძიებლისთვის ან/და უფროსი გამომძიებლისთვის  განკუთვნილი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, ამ თანამდებობაზე  დანიშვნისას თავისუფლდება სპეციალური საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამის გავლის ვალდებულებისგან.

4. სამინისტროს მოსამსახურე, რომელსაც გავლილი აქვს პატრულ-ინსპექტორისთვის, ათმეთაურისთვის ან/და მესაზღვრე-კონტროლიორისთვის განკუთვნილი  სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, ამ თანამდებობაზე დანიშვნისას თავისუფლდება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამის გავლის ვალდებულებისგან.

5. იმ კურსების ჩამონათვალი, რომელთა გავლის შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურე ამ მუხლის შესაბამისად თავისუფლდება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის ვალდებულებისგან, განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.“.

11. 771 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის/ოპერატიული ქვედანაყოფის ის მოსამსახურე, რომელიც დანიშნულია ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 75-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლიდან ხუთ წელიწადში ერთხელ გადის შესაბამის გადამზადების კურსს აკადემიაში.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლით განსაზღვრული გადამზადების კურსის პროგრამას, მისი გავლის წესსა და შეფასების კრიტერიუმებს, სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან კოორდინაციითა და მისი სპეციფიკის გათვალისწინების საფუძველზე, ამტკიცებს აკადემიის რექტორი.“.

12. 78-ე მუხლის:

ა) პირველი და მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფში სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის, განყოფილების უფროსის, განყოფილების უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსის და სამმართველოს უფროსის მოადგილის  (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს თანამდებობა არ ითვალისწინებს საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას), ხოლო სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ოცმეთაურის, ცვლის უფროსის,  ცვლის მეთაურის, განყოფილების უფროსის, განყოფილების უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს თანამდებობა არ ითვალისწინებს საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას) დასაწინაურებელმა პირმა (მათ შორის, მოქალაქე) აკადემიაში უნდა გაიაროს ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების შესაბამისი კურსი. დაწინაურების კურსზე ჩასარიცხად დასაწინაურებელმა პირმა უნდა გაიაროს შესარჩევი ტესტირება.

2. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კურსზე კანდიდატი შეიძლება წარდგენილი იქნეს დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ ან დანაყოფის მოსამსახურის მიერ საკუთარი კანდიდატურის წარდგენის გზით. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი შესაბამის დანაყოფთან და აკადემიასთან შეთანხმებით ეტაპობრივად წარადგენს აღნიშნულ კანდიდატებს აკადემიაში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დასაწინაურებელი პირის მიერ შესარჩევი ტესტირების (ტესტირების შემთხვევაში ვერ გადალახავს მინისტრის მიერ დადგენილ გამსვლელი სატესტო ქულების ბარიერს) ან დაწინაურების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში წყდება მისი ოპერატიულ ქვედანაყოფში ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე თანამდებობრივი დაწინაურების საკითხის განხილვა. ამ პირის იმავე კურსზე აკადემიაში ხელახლა წარდგენა დაუშვებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან 6 თვის განმავლობაში. პირის ხელახალი წარდგენისას კვლავ უარყოფითი შედეგის დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია მისი წარდგენა უარყოფითი შედეგების დადგომიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში.“.

13. 81-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) სამინისტროს ოპერატიული ქვედანაყოფის უფროსის (დეპარტამენტის დირექტორი, მთავარი სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსი, სამსახურის უფროსი და განყოფილების უფროსი, აგრეთვე  მათი მოადგილეები), დეტექტივ-გამომძიებლის, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის,  უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ან უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობიდან უფრო დაბალ ან ამ წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს;“.

ბ)  „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) ათმეთაურის, ოცმეთაურის, ცვლის მეთაურისა და უფრო მაღალი თანამდებობიდან, აგრეთვე  განყოფილების უფროსის, განყოფილების უფროსის მოადგილის, გამომძიებლის, უფროსი გამომძიებლის, პატრულ-ინსპექტორისა და მესაზღვრე-კონტროლიორის თანამდებობიდან უფრო დაბალ ან ამ წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს;“;

14. 82-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა და აკადემიამ ურთიერთშეთანხმებით 2020 წლის 15 ივნისამდე ეტაპობრივად უზრუნველყონ შესაბამისი კურსის/პროგრამის გავლა იმ მოსამსახურეებისათვის, რომლებიც 2018 წლის 12 ივლისის მდგომარეობით თანამდებობაზე დანიშნული არიან ამ წესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის ან/და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლის გარეშე. მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან ამ პუნქტით დადგენილ ვადაში შესაბამის პროგრამაზე/კურსზე წარუდგენლობის გამო ამ წესის 50​1 მუხლის შესაბამისად ან ამ მოსამსახურის მიერ შესაბამისი პროგრამის/კურსის წარუმატებლად გავლის გამო ამ წესის 49-ე მუხლის შესაბამისად.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2017 წლის 15 ივნისიდან სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა და აკადემიამ ურთიერთშეთანხმებით ეტაპობრივად უზრუნველყონ ამ წესის 771 მუხლით გათვალისწინებული გადამზადების კურსის დაწყება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ მოსამსახურეებისათვის, რომლებიც 2017 წლის 15 ივნისის მდგომარეობით დანიშნული არიან ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან 75-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში, მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან ამ წესის 49-ე მუხლის შესაბამისად.

4. 2018 წლის 1 იანვრიდან სამინისტროს შესაბამისი ოპერატიულმა ქვედანაყოფმა, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა და აკადემიამ ურთიერთშეთანხმებით ეტაპობრივად უზრუნველყონ ამ წესის 77​1 მუხლით გათვალისწინებული გადამზადების კურსის დაწყება ოპერატიული ქვედანაყოფის იმ მოსამსახურეთათვის, რომლებიც 2017 წლის 15 ივნისის მდგომარეობით დანიშნული არიან ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 75-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში, მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან ამ წესის 49-ე მუხლის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული 75-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართლწესრიგის უფროსი ოფიცრისა და მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი პირი, რომელსაც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის გავლილი აქვს ან გადის შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სპეციალური კონკურსით დანიშვნის შემდეგ თავისუფლდება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და გადამზადების კურსის გავლის ვალდებულებისგან.

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია