დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016771 |
|
„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/12/2012, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016149) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ პროგრამაზე პირი ირიცხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 76-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელი ვადით დანიშვნისთანავე. სპეციალური პროგრამის გავლის მიზნით ამ პირთა სიას სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტი უგზავნის აკადემიას. ამ პირებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. განცხადების წარდგენა 1. ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩასარიცხმა კანდიდატმა (შემდგომში – კანდიდატი) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.police.ge) მეშვეობით ელექტრონულად შეიძლება შეავსოს აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული განცხადება (აპლიკაცია) ან წერილობითი ფორმით შევსებული განცხადება (აპლიკაცია) წარადგინოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვის სამმართველოებში. განცხადებას (აპლიკაციას) უნდა დაერთოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ფოტოსურათი (ზომით 3X4). 2. განცხადებების (აპლიკაციების) მიღება წარმოებს სამუშაო დღეებში 10-დან 18 საათამდე. განცხადების მიმღები დანაყოფი უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ წარდგენილი განცხადების და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სამინისტროს შესაბამის ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ასახვას.“. 3. მე-7 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. კანდიდატთა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ასახვას უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.“. 4. 91 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები