„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო წარმომადგენელთა/სასაზღვრო კომისართა საქმიანობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო წარმომადგენელთა/სასაზღვრო კომისართა საქმიანობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 367
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.020683
367
11/07/2018
ვებგვერდი, 12/07/2018
480140000.10.003.020683
„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო წარმომადგენელთა/სასაზღვრო კომისართა საქმიანობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №367

2018 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო წარმომადგენელთა/სასაზღვრო კომისართა საქმიანობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში   შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2018 წლის 11 ივნისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო წარმომადგენელთა/სასაზღვრო კომისართა საქმიანობის შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე