დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-613 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360010010.22.023.016531 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/07/2015, ს/კ 360010010.22.023.016327) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს თანდართული ტიპური დებულების: |
1.
მე-6 მუხლის მე-5-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამმართველოს შეიძლება ჰყავდეს საშტატო ნუსხით განსაზღვრული მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურისტი, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ანალიტიკოსი, საქმისმწარმოებელი), მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ანალიტიკოსი, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – საქმისმწარმოებელი და გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ჯგუფის უფროსი). 6. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – იურისტის კომპეტენციაა: ა) სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) სამმართველოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სასამართლოში წარსადგენად შესაბამისი სარჩელის მომზადება; ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სამმართველოს მიერ გამოტანილი დადგენილებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 7. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ანალიტიკოსის, საქმისმწარმოებლის) კომპეტენციაა: ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების, შედგენილი ინსპექტირების აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება; ბ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა; გ) სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადების ორგანიზება; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკში სამმართველოს მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის წარდგენა ან/და გამოთხოვა; ე) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციებისა და გასული დოკუმენტების აღრიცხვის განხორციელება; ვ) სამმართველოს საქმისწარმოებისათვის გადაცემული ბეჭდებისა და შტამპების დადგენილი წესით გამოყენება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 8. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – ანალიტიკოსის კომპეტენციაა: ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების, შედგენილი ინსპექტირების აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება; ბ) სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადების ორგანიზება; გ) სამმართველოს მიერ გამოვლენილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მისაწოდებელი ინფორმაციის მომზადების უზრუნველყოფა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 9. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის – საქმისმწარმოებლის კომპეტენციაა: ა) სამმართველოში შემოსული კორესპონდეციებისა და გასული დოკუმენტების აღრიცხვის განხორციელება; ბ) იმ ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება სამმართველოს საქმისწარმოებისათვის; გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“. |
2.
მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ჯგუფის უფროსი) კომპეტენციაა: ა) ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომპეტენცია; ბ) პატრულირების განხორციელების პროცესში ინფორმაციის მიღება საპატრულო ეკიპაჟებისგან, პატრულირების მიმდინარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსისათვის ან/და სამმართველოს უფროსისათვის მიწოდება; გ) სამმართველოს უფროსთან ან/და სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსთან ერთობლივად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და კომპეტენციის ფარგლებში საპატრულო ეკიპაჟებისათვის ოპერატიულად გადაცემა.“. |
3.
მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ1. საპატრულო ეკიპაჟის მიერ, პატრულირების დასრულებისას, იმავე დღესვე, უშუალო ხელმძღვანელისთვის ან სამმართველოს უფროსისთვის განხორციელებული პატრულირების შესახებ ანგარიშის (მოხსენებითი ბარათის სახით) წარდგენა, შესაბამის მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები