„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1680
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 280090050.22.029.016438
1680
09/07/2018
ვებგვერდი, 10/07/2018
280090050.22.029.016438
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ

პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1680

2018 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/11/2013, 280090050.22.029.016102) (შემდგომში – ბრძანება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) (შემდგომში – პროცედურა) პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.

3. ეკომიგრანტი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, მათ საკუთრებაში არსებულ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.“;

ბ) პროცედურის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგის შინაარსის 81 პუნქტი:

„81. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განაცხადის შევსებისას ეკომიგრანტი ოჯახი არ წარადგენს დაზიანებული უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე მომხდარ სტიქიურ მოვლენებამდე ეს უძრავი ქონება არ იყო კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული და ამ მოვლენების გამო იგი განადგურებულია/აღარ არსებობს ან მისი რელიეფი და/ან მასზე არსებული ნაგებობა იმგვარად არის შეცვლილი, რომ შეუძლებელია ამ ქონების რეგისტრაცია, რაც უნდა დასტურდებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს/ამ წესით გათვალისწინებული მონიტორინგის წერილის/ოქმის საფუძველზე.“;

გ) პროცედურის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის 142 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ ფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.“;

დ) პროცედურის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგის შინაარსის 141 და 142 პუნქტები:

„141. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით განაცხადში მითითებული ეკომიგრანტი ოჯახის შემადგენლობაში არ არის შეყვანილი ოჯახის რომელიმე წევრი და/ან შეყვანილია ოჯახის არაწევრი პირი, ეკომიგრანტ ოჯახს დეპარტამენტის მიერ წერილობით ეცნობება 1 თვის ვადაში განაცხადის კორექტირების თაობაზე.  მითითებულ ვადაში განაცხადში ოჯახის შემადგენლობის არდაზუსტების შემთხვევაში, მონაცემთა ბაზაში განაცხადს  მიენიჭება   სტატუსი  „განაცხადი გაუქმებულია“. აღნიშნულის თაობაზე განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

142. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ წარედგინება კომისიას, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას 6 ქულის დაკლების თაობაზე. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ე) ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებულ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმები“ – დანართ  №3-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა.

2.  ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე




დანართი №3

ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების კრიტერიუმები

საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიები

ქულა

კატეგორია 1

სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია ) ნებისმიერი სტიქიური მოვლენებით (მეწყერი , ღვარცოფი , კლდეზვავი , ქვათაცვენა , მდინარეების ნაპირების გარეცხვა , თოვლის ზვავი , ჯდენადი გრუნტი ), გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა და არ ექვემდებარება აღდგენას

10

კატეგორია 2

სახლი არ არის დანგრეული , მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი , ღვარცოფი , კლდეზვავი , ქვათაცვენა , მდინარეების ნაპირების გარეცხვა , თოვლის ზვავი , ჯდენადი გრუნტი ), გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა , საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს , ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას

7

 

 

 

სოციალური კრიტერიუმი

 

ქულა

სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა

65001-ქულაზე ნაკლები

 

(ქულა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრთა ნახევარი ან მეტი ფიქსირდება ერთი და იგივე მისამართზე სოციალური სააგენტოს ბაზაში )

 

0.5

ოჯახში არის 3 და მეტი 18 წელზე დაბალი ასაკის ოჯახის წევრი . 3-ზე 2 ქულა , ყოველ დამატებითზე 1 ქულა

შესაბამის ქულათა ჯამი

მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი /წევრები . მუდმივად მწოლიარე (0,5 ქულა ), ფსიქიკური ფუნქციის დარღვევა (0,5 ქულა ), ონკოლოგიური დაავადება (0.5 ქულა ) (უნდა არსებობდეს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებსამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ . ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში ფორმა №50/2)

შესაბამის ქულათა ჯამი

ოჯახის წევრი ან წევრები არიან მკვეთრად (1,5 ქულა ), მნიშვნელოვნად (1 ქულა ) ან ზომიერად (0,5 ქულა ) გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირები (ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა , რაც ხასიათდება თვითმომსახურების , გადაადგილების , ორიენტაციის , ურთიერთობის , თვითკონტროლის , სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით ), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო -სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერით

შესაბამის ქულათა ჯამი

მშობელი ან ქვრივი , რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე (დამადასტურებელი დოკუმენტაცია : მეუღლის გარდაცვალების მოწმობა , ბავშვების დაბადების მოწმობები და სხვა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი )

1

ხანდაზმულ (ებ ) , რომელიც ახორციელებს მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი   შვილ (ებ )ის ან შვილიშვილ (ებ )ის მიმართ კანონმდებლობის შესაბამისად . (მეურვეობა /მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი )

1

პენსიონერი , რომელიც ცხოვრობს მარტო და ოჯახი , რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან . ოჯახი შედგება მხოლოდ ან ძირითადად (ნახევარზე მეტი ) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან

1

ოჯახის შემადგენლობაში არის 7 და მეტი სული

1

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთობლივად აკმაყოფილებს ამ დანართის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რამდენიმე კრიტერიუმს, მაშინ მას ქულა ენიჭება იმ კრიტერიუმით, რომელიც ითვალისწინებს უფრო მაღალ ქულას.

სხვა კრიტერიუმი

ქულა

სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში ან პროცედურის მე -2 მუხლის 142 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ ფლობელობაში

   6

სხვა საცხოვრებელი სახლი აქვს (საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის მოცულობა და ოჯახის წევრთა სულადობა რადიკალურად არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ საცხოვრებელ სტანდარტებს )

 

1