„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 359
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 10/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.020675
359
09/07/2018
ვებგვერდი, 10/07/2018
010240030.10.003.020675
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №359

2018 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში (სსმ, №154, 31/12/2005, მუხლი 1714) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:  

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „.ქვეპუნქტი:

„დ.ე) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობა და ამავე კანონით ზედამხედველი ორგანოსათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო6 “ − „ო9“ ქვეპუნქტები:

„ო6) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავება სხვა სამინისტროებთან, ინსტიტუტებსა და სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით;  

7) შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, კვლევების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ტრენინგის ჩატარების ორგანიზება/ხელშეწყობა;

8) იმ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, რომელთა საქმიანობაც შრომის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება;

9) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი და მონიტორინგი;“.

3. 18 7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ – „ჩ“ ქვეპუნქტები:

„ღ) შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავება;

ყ) შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით,  საკანონმდებლო აქტის პროექტების, საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები აქტის პროექტებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ მისაღები აქტის პროექტების მომზადება, მომზადებაში მონაწილეობის მიღება (კომპეტენციის ფარგლებში);

შ) შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კვლევების განხორციელება;

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, შრომისა და დასაქმების სფეროში შესაბამის ინსტიტუტებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.“.

4. 188 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ − „ნ“ ქვეპუნქტები:

„ზ) შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი  აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით საზედამხედველო ორგანოს ფუნქციების შესასრულებლად საჭირო წინადადებებისა და საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი აქტის პროექტების მომზადება, სამინისტროს სხვა დარგობრივ დეპარტამენტებთან კოორდინაციით;

ი) შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების შედეგად მოპოვებულ მონაცემთა შეგროვება და სტატისტიკის წარმოება/ანალიზი, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ტრენინგის ჩატარების ორგანიზება/ხელშეწყობა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, იმ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, რომელთა საქმიანობაც შრომის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება;

ლ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით საზედამხედველო ორგანოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი და მონიტორინგი;

მ) შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება;

ნ) შრომის უსაფრთხოების სფეროში გასაფორმებელი მემორანდუმების/ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება, სამინისტროს სხვა დარგობრივ დეპარტამენტებთან კოორდინაციით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე