„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 115
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 06/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 10/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320030.22.038.017021
115
06/07/2018
ვებგვერდი, 09/07/2018
010320030.22.038.017021
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №115

2018 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №65 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), 30/06/2015, 010320030.22.038.016480) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „81“ - „84“ პუნქტები:

„81. უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის №47 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული სასწავლო კურსის შემაჯამებელი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, გამოსაცდელი ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, მოსამსახურეს ენიჭება საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდება „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი“, თუ მას აქვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი და თუ მისი თანამდებობისათვის ზღვრულ სპეციალურ სახელმწიფო წოდებად დადგენილია საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდება.

82. სამინისტროს გენერალური ინსპექციის, საგამოძიებო დეპარტამენტისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტის“ მინიჭება ხდება გამოსაცდელი ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, თუ მას აქვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი შესაბამი დოკუმენტი და თუ მისი თანამდებობისათვის ზღვრულ სპეციალურ სახელმწიფო წოდებად დადგენილია საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდება.

83. უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე იმ მოსამსახურეს, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება გამოსაცდელი ვადის გარეშე, საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტის“ მინიჭება ხდება თანამდებობაზე დანიშვნიდან 3 თვის გასვლის მომდევნო დღიდან, თუ მას აქვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი შესაბამი დოკუმენტი და თუ მისი თანამდებობისათვის ზღვრულ სპეციალურ სახელმწიფო წოდებად დადგენილია საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდება.

84. მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პირი უფლებამოსილია უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდება „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი“ მიანიჭოს გამოსაცდელი ვადისა და ამ მუხლის 83 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე.“.

მუხლი 2
1. უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე იმ მოსამსახურეებს, რომლებმაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე ჩააბარეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის №47 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული სასწავლო კურსის შემაჯამებელი გამოცდა და გაიარეს გამოსაცდელი ვადა, საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდება „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი“ მიენიჭოთ ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

2. სამინისტროს გენერალური ინსპექციის, საგამოძიებო დეპარტამენტისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმ უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, რომლებმაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაიარეს გამოსაცდელი ვადა, საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდება „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი“ მიენიჭოთ ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

3. უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე იმ მოსამსახურეებს, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაინიშნენ თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადის გარეშე, საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდება „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი“ მიენიჭოთ ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი