„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 117
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 06/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 120070010.22.038.017023
117
06/07/2018
ვებგვერდი, 09/07/2018
120070010.22.038.017023
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №117

2018 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/03/2013, 120070010.22.038.016154) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად სამმართველოში შეიძლება ჩაირიცხოს ნასამართლობის არმქონე (მათ შორის, მოხსნილი და გაქარწყლებული ნასამართლობა) წვევამდელი, ასევე წვევამდელი, რომელსაც არ დაკისრებია ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა (აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ სამმართველოში კონტრაქტით ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეზე) და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი, ამასთან მისი ახლო ნათესავი (შვილი, ნაშვილები, გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), ბებია, პაპა, და და ძმა) არაა განთავსებული პენიტენციურ დაწესებულებაში.“;

) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დეპარტამენტი ამოწმებს კანდიდატების ნასამართლობას, ასევე კანდიდატთა ახლო ნათესავების პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების ფაქტებს. დაუშვებელია სამმართველოში ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელიც არის ნასამართლევი, მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დაეკისა ადმინისტრაციული სახდელი, ასევე, რომლის ახლო ნათესავიც განთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში.“.

2. მე-6 მუხლს მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამმართველოში ჩარიცხული სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია სამმართველოს უფროსს დაუყოვნებლივ აცნობოს მისი ახლო ნათესავის პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე მიმაგრებულია იმ განყოფილებას სადაც განთავსებულია სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ახლო ნათესავი, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე გადაყვანილ უნდა იქნეს სამმართველოს სხვა განყოფილებაში.“.

3. მე-7 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

მუხლი 71. სოციალური დაცვის გარანტიები

სამინისტრო ვალდებულია სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოს ფორმის ტანსაცმლით, სპეციალური აღჭურვილობით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით, სამედიცინო მომსახურებითა და ფულადი ანაზღაურებით, რომელიც განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი ოდენობით.”.

4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. კონტრაქტის შეწყვეტა

საკონტრაქტო სამსახურში მყოფი  სამხედრო მოსამსახურის მიერ საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან/და ბრალეული ქმედებით (დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის, დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევის, სამხედრო მოსამსახურისათვის შეუფერებელი საქციელისათვის) კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, წვევამდელს კონტრაქტით ნამსახურები პერიოდი სავალდებულო სამსახურში არ ჩაეთვლება და მისი სამართლებრივი სტატუსი და სამხედრო ვალდებულებისადმი დამოკიდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

5. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 და 132 მუხლები:

მუხლი 131. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურის ურთიერთობა მის დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან

ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია:

ა) თავი აარიდოს მის დაქვემდებარებაში მყოფ რომელიმე სამხედრო მოსამსახურისათვის არასამართლიანი უპირატესობის მინიჭებას;

ბ) დავალებები გასცეს მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის კომპეტენციის ფარგლებში და უზრუნველყოს სამუშაო დროისა და ფუნქციების ეფექტიანი გადანაწილება;

გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოავლინოს ის სფეროები, რომლებშიც შესაძლოა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის რისკი და შეეცადოს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული რისკის შემცირებას ან/და ეფექტიან მართვას;

დ) ობიექტურად და მიუკერძოებლად შეაფასოს მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ შესრულებული საქმიანობა, ასევე, სათანადოდ შეაფასოს მის მიერ მიღწეული შედეგები და ძალისხმევა;

ე) მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შენიშვნის მიცემისას შეინარჩუნოს კორექტულობა;

ვ) დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის მიმართ არ გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი შეიკავოს შესაძლო შეურაცხმყოფელი ქმედებისგან;

ზ) უზრუნველყოს ინფორმაციის დროულად გავრცელება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს სამხედრო მოსამსახურის საქმიანობასა და სამუშაო გარემოზე;

თ) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს მის დაქვემდებარებაში მყოფი იმ სამხედრო მოსამსახურის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელსაც უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება;

ი) გულისხმიერად მოეპყროს მის დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა პირად პრობლემებს, რათა აღნიშნულმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა არ იქონიოს სამსახურებრივ გარემოზე;

კ) ხელი შეუწყოს მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და მათ ჩართულობას პროფესიული განვითარების სხვადასხვა პროგრამებში;

ლ) იმოქმედოს სამხედრო წესდებების შესაბამისად.

მუხლი 132. წვევამდელთა მიერ  სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესი

1. წვევამდელები სამხედრო ფორმის ტანსაცმელს ატარებენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული კურსის გავლის პერიოდში, ოფიციალური შეხვედრებისა და ვიზიტების დროს.

2. წვევამდელი ვალდებულია, ატაროს მხოლოდ მინისტრის მიერ დადგენილი წესით მასზე გაცემული სამხედრო ფორმა.

3. წვევამდელს უფლება აქვს, სამხედრო ფორმის ტარებისას გამოიყენოს მზის სათვალე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წვევამდელი მონაწილეობს ოფიციალურ ღონისძიებებში, იმყოფება მოწყობაზე, საგუშაგოზე ან შენობაში.“.

6. II თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:

თავი II1

წვევამდელის სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლება

მუხლი 133. სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების უზრუნველყოფა

1. სამმართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად ჩარიცხული წვევამდელი სამმართველოს პირველადი სამხედრო მომზადების ცენტრში (შემდგომში – ცენტრი) გადის პირველად სამხედრო და სპეციალურ მომზადებას.

2. წვევამდელები სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ კურსს გადიან შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილ, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმულ, სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ობიექტზე (შემდგომში – სასწავლო ობიექტი), რომელზეც უზრუნველყოფილია წვევამდელთა და ობიექტზე შემსვლელ პირთა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმება და ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობა და კონტროლი.

3. დაუშვებელია სასწავლო ობიექტზე აუდიო-, ვიდეოტექნიკის და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის, ასევე ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. სპეციალურ ნებართვას გასცემს დეპარტამენტის დირექტორი.

4. სასწავლო ობიექტზე დეპარტამენტის დირექტორის ნებართვის გარეშე მობილური ტელეფონით შესვლის უფლება აქვს:

ა) მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს;

ბ) დეპარტამენტის დირექტორს, დეპარტამენტის დირექტორის პირველ მოადგილეს/მოადგილეს;

გ) სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს და უფროსის მოადგილეს;

დ) დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს და უფროსის მოადგილეს;

ე) დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს უფროსს და უფროსის მოადგილეს;

ვ) სამმართველოს უფროსს და უფროსის მოადგილეს;

ზ) სამმართველოს განყოფილების უფროსს და უფროსის მოადგილეს.

5. სასწავლო ობიექტზე შესვლამდე შემსვლელი პირები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირებისა, ექვემდებარებიან პირად შემოწმებას. შემოწმებისას აღმოჩენილი ის ნივთები, რომელთა სასწავლო ობიექტზე შეტანაც დაუშვებელია (წესის დანართი №1), ბარდება სამმართველოს უფლებამოსილ მოსამსახურეს, რაზეც დგება შესაბამისი ოქმი.

6. წვევამდელებს სასწავლო ობიექტზე გადაყვანამდე ეცნობებათ სასწავლო ობიექტზე დაუშვებელი ნივთების შესახებ და გაფრთხილდებიან ასეთი ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში მოსალოდნელ პასუხისმგებლობაზე. სპეციალური თეორიულ–პრაქტიკული კურსის გავლისას, სასწავლო ობიექტზე დაუშვებელი ნივთების აღმოჩენის მიზნით, წვევამდელები განყოფილების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ მოწმდებიან პერიოდულად.

მუხლი 134. სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლება

1. სასწავლო ობიექტზე მისვლისთანავე, წვევამდელები მიემაგრებიან განყოფილების შესაბამის მოსამსახურეებს, რომლებიც ახორციელებენ წვევამდელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უფლება-მოვალეობათა შესრულების კონტროლს.

2. სასწავლო კურსის პროგრამას დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი.

3. სწავლების თეორიული კურსი მოიცავს წვევამდელთა მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლისას საქართველოს კანონმდებლობითა და საერთო-საჯარისო წესდებით დადგენილ უფლება-მოვალეობათა შესწავლას.

4. სწავლების პრაქტიკული კურსი მოიცავს წვევამდელთა ფიზიკურ მომზადებასა და სასროლო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

5. სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული კურსის გავლისას წვევამდელები ვალდებულნი არიან:

ა) დაემორჩილონ განყოფილების თანამშრომელთა მითითებებს;

ბ) დაიცვან სასწავლო ობიექტზე დადგენილი დღის განრიგი;

გ) იმოქმედონ სამხედრო სამსახურში არსებული სუბორდინაციის წესების დაცვით;

დ) პატივი სცენ ყველა ადამიანის პატივსა და ღირსებას;

ე) ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად ხარჯონ ადმინისტრაციული რესურსი;

ვ) კოლეგებთან ურთიერთობისას გამოიჩინონ კორექტულობა და თავაზიანობა;

ზ) იყვნენ მოწესრიგებულნი, დადგენილი წესების შესაბამისად ჩაცმულნი და წესრიგში იქონიონ სამსახურებრივი ფორმა;

თ) იზრუნონ პირად ჰიგიენასა და იერსახეზე, არ იმყოფებოდნენ სამხედრო მოსამსახურისათვის შეუფერებელ მდგომარეობაში;

ი) ზედმიწევნით დაიცვან სამხედრო მოსამსახურეთათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

6. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული კურსის გავლისას წვევამდელს აღმოაჩნდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს წვევამდელის მიერ უფლება-მოვალეობების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესრულებას, განყოფილების უფროსი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამმართველოს უფროსს, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, მიმართოს სამხედრო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიას ჯანმრთელობის მდგომარების გამო წვევამდელის შემდგომი სამსახურისათვის ვარგისიანობის დადგენის მიზნით.“.

7. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის წესის დანართი №1:

წესის დანართი №1

ნივთები, რომელთა ცენტრის ტერიტორიაზე შეტანაც დაუშვებელია:

1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.

2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა.

3. სატრანსპორტო საშუალებები.

4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.

5. ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები.

6. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას.

7. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი.

8. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი.

9. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.

10. ბანქო.

11. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.

12. მობილური ტელეფონები.

13. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი