„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3064-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 470070000.05.001.018938
3064-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
470070000.05.001.018938
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ჰ31“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ31) საქართველოს კომპეტენტური ეროვნული ორგანო (კომპეტენტური ორგანო) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული კომპეტენტური სამსახური;“.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხასა და ლეგალური ბრუნვის წესებს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. აღნიშნულ ნუსხაში შემავალ სამკურნალო საშუალებებზე, მათ შორის, პრეპარატებზე, ვრცელდება სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისათვის დადგენილი კონტროლის რეჟიმი და ლეგალური ბრუნვის წესები.“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. II სიაში შეტანილი ფარმაცევტული პროდუქტის გამოსაწერი რეცეპტის ბლანკების საჭირო რაოდენობით დამზადებას უზრუნველყოფს  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

4. მე-9 მუხლის მე-2−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე ფიქსირებული კვოტები, საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით, შეიძლება ერთობლივად განსაზღვრონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ფიქსირებული კვოტები საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად დასამტკიცებლად წარედგინება გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტს.

3. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს, და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტები, საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით, შეიძლება ერთობლივად განსაზღვრონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრმა.

4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნის შიდა კვოტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საჯაროდ აცხადებს და აქვეყნებს დამტკიცებულ ქვეყნის შიდა კვოტას და არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს იმპორტირების მსურველთა განცხადებებს.

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნის შიდა კვოტის დამტკიცების შემთხვევაში წინასწარი შეთანხმებისა და ნებართვის გაცემისას ვალდებულია არ დაუშვას ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტირების მონოპოლიზაცია.“.

5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყველა სახელმწიფო ორგანო და პირი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ვალდებულია კომპეტენტურ ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.“.

6. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალსა და რაოდენობას, რომელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გამოყენება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტში, მათ შორის, საერთაშორისო რეისების შესრულებისას.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ღონისძიების დაწყებამდე დაინტერესებული ორგანიზაცია (უწყება) წერილობით მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რის საფუძველზედაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მისამართით გასცემს შესაბამის წერილს, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გატარების ან გატარებაზე უარის თქმის საფუძველია.“.

7. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„მუხლი 18. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ვეტერინარული საქმიანობისათვის ლეგალური ბრუნვის წესები

ვეტერინარული სამსახურებისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის წესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

8. მე-19 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ფიზიკური პირი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, მაგრამ მკურნალობის გასაგრძელებლად საჭიროებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტს, ავადმყოფის შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

9. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი გადაიტანოს მისი შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად. ასეთი დოკუმენტის ფორმასა და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

10. 30-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნარკოტიკული საშუალების შემოტანამდე (გატანამდე) შემომტანი (გამტანი) იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს წინასწარი შეთანხმება და ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და IV სიის №1 ცხრილში შეტანილი პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებამდე იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს წინასწარი შეთანხმება და ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო.“;

ბ) მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. იმპორტის (ექსპორტის) სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ფაქტობრივ რაოდენობასა და სანებართვო მოწმობაში მითითებულ რაოდენობას შორის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო აკავებს საქონელს და ამის შესახებ აცნობებს კომპეტენტურ ორგანოს, რის შემდეგაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სწავლობენ მიზეზებს და მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

18. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების იმპორტისა და ექსპორტის წესი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

11. 31-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერა ნებადართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს მიერ დამტკიცებულ რეცეპტის სპეციალურ ბლანკზე, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.

2. რეცეპტის გამოსაწერი სპეციალური ბლანკის შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და რეცეპტის გამოწერის წესებს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. რეცეპტის სპეციალურ ბლანკზე გამოსაწერი ფარმაცევტული პროდუქტების (მათ შორის, იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების, რომლებიც არ არის შეტანილი სიებში) ჩამონათვალს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

12. 34-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნარკომანიით დაავადებული პირის, I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის მეთოდიკას განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ნარკომანიით დაავადებული პირის, I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლის გამოკვლევის, შემოწმების, ექსპერტიზის, დიაგნოსტირების, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და მეთვალყურეობის წესებს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

13. 36-ე მუხლის:

ა) მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დაწესებულება ქმნის საქართველოში ნარკომანიით დაავადებული პირებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების ერთიან საინფორმაციო ბანკს.

4. ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების წესს და იმ სახელმწიფო ორგანოთა და იურიდიულ პირთა სიას, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ერთიან საინფორმაციო ბანკში მოთავსებული ინფორმაცია, ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ნარკომანიით დაავადებული პირის დიაგნოსტირებას ახდენს ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულება კომისიური წესით, არანაკლებ 3 ექიმი-ნარკოლოგის მონაწილეობით, რის შედეგადაც ნარკომანიით დაავადებულ პირზე ორ ეგზემპლარად დგება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სააღრიცხვო ბარათი. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ერთიან საინფორმაციო ბანკს, ხოლო მეორე რჩება დაწესებულებაში.“.

14. 37-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნარკომანიით დაავადებულ პირს მკურნალობა უტარდება ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დადგენილი სტანდარტის ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პაციენტის მიერ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის, მისთვის სპეციალური კოდის მინიჭებისა და კონფიდენციალურობის დაცვის წესებს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3064-რს