დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 64 |
დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 06/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016452 |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი (დანართი №1); ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა (დანართი №2). |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი
აღწერილობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბის ფარი ტალღისებურად გადაკვეთილია ორ ნაწილად ლაჟვარდ და ვერცხლის ველებად. ვერცხლის ველი შეადგენს ფარის 1/5 -ს. ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი, რომელზეც მოთავსებულია მეწამული მცირე ფარი – ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ზუგდიდი.“
დანართი №2 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა
აღწერილობა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ჯვარი. ჯვრის მკლავები ეხება დროშის კიდეებს და დროშის ველს, 4 არათანაბარ ნაწილად ყოფს; სადაც I და III მეოთხედი სიგანით ისე შეეფარდება II და IV მეოთხედების როგორც 3/7. დროშის I და III მეოთხედები – ლაჟვარდის ფერია, ხოლო II და IV მეოთხედები – ძოწის. ოქროს ჯვარზე მოთავსებულია ჰერალდიკური ფარი ოქროს მცირე არშიით – ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით. ჯვრის მკლავების სისქე წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5-ს. დროშის პროპორციაა 2:3.
|
დოკუმენტის კომენტარები