დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3099-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010170000.05.001.018965 |
|
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.12.2016, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.018235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამინისტრო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;“; ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) დაკავება – თავშესაფრის მაძიებლისათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში/დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებით;“; გ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ) მინისტრი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;“. 2. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 24-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში“; ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც დაკავებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ან საქართველოდან გაძევების მიზნით, ანდა ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში. 2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა და ამის შესახებ თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე აცნობოს სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, პენიტენციური დაწესებულების ან სხვა საპატიმრო დაწესებულების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს პროკურატურის ან პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს სამინისტროს ინფორმირება იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ, რომელმაც მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, და სამინისტროს არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უნდა გადაუგზავნოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება.“. 4. 43-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 56-ე მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში დარჩეს მიმღებ ცენტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი პენიტენციურ დაწესებულებაში, სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება; ზ) მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის ცნობა და ამ ცნობის საფუძველზე – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება;“. 6. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 67. სამინისტრო 1. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის უფლების განხორციელებას. 2. ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამინისტრო: ა) ახდენს თავშესაფრის მაძიებლის იდენტიფიკაციას და შესაბამისი სტატუსის განსაზღვრისას ამოწმებს მიწოდებულ ფაქტებს, საჭიროების შემთხვევაში ამოწმებს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხს; ბ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხზე რეკომენდაციის მისაღებად; გ) ამოწმებს თავშესაფრის მაძიებლის დოკუმენტებს სასაზღვრო გამტარ პუნქტში; დ) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტავს ამ კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებას და მოვალეობებს, აგრეთვე თავშესაფრის პროცედურას იმ შემთხვევაში, როდესაც იგი თავშესაფარს სასაზღვრო გამტარ პუნქტში ითხოვს; ე) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიღებას და არგაძევებას ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული არგაძევების პრინციპის დაცვით; ვ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ატარებს მასთან პირველად გასაუბრებას; ზ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში იღებს მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამ პირს სამგზავრო დოკუმენტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ მას არ გააჩნია სამგზავრო დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დგება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე; თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს იმ პირის საქართველოდან გაძევების საკითხს, რომელსაც ამ კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის პროცედურის შესაბამისად არ მიენიჭა ამ კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი, ან რომელსაც ამაზე უარი ეთქვა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, ან რომელსაც ამ კანონის შესაბამისად შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა მინიჭებული სტატუსი; ი) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აცნობებს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად სამინისტროს მიერ თავშესაფრის მაძიებლის საქმეზე მიღებული ამ კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნა მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების შესახებ; კ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიკაციაში დახმარების მისაღებად, თუ სამინისტრო თავად ვერ ახდენს პირის იდენტიფიცირებას; ლ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უგზავნის თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სიებს მათზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობისა და ბინადრობის მოწმობის გაცემის მიზნით. სამინისტრო ამ სააგენტოს ასევე აწვდის თავშესაფრის მაძიებლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის თაობაზე ინფორმაციას მათზე გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, დროებითი ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაუქმების მიზნით; მ) თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების განხორციელების უზრუნველყოფისას თანამშრომლობს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან; ნ) საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას აწვდის თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ ინფორმაციას; ო) ახორციელებს მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას; პ) ანაზღაურებს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის საფუძველზე თავშესაფრის მაძიებლისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის ჩატარებული შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს; ჟ) ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მინისტრი უფლებამოსილია ამ კანონით სამინისტროს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს შესაბამისი ნორმატიული აქტები.“. 7. 68-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 8. 72-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 72. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური: ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ახდენს მისი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებას, ამასთანავე, მისთვის გასაგებ ენაზე, წერილობით განუმარტავს მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებას და შესაბამის დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის სამინისტროს; ბ) სასჯელის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 2 კვირისა, ხოლო სხვა საფუძვლით გათავისუფლებისას – გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის გათავისუფლების თარიღს; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უფლებამოსილი თანამდებობის პირის (პირების) თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან შეხვედრის ორგანიზებას დაკავების ადგილას ან პენიტენციურ დაწესებულებაში; დ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უფლებამოსილი თანამდებობის პირისათვის (პირებისათვის) თავშესაფრის მაძიებლის დოკუმენტების ასლების გადაგზავნას, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტისა, მისი არსებობის შემთხვევაში; ე) სამინისტროს აწვდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, დაქტილოსკოპიურ მონაცემებს.“. 9. 74-ე და 75-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 74. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: ა) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 56-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტითა და 61-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას; ბ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მეურვით/მზრუნველით/მხარდამჭერით უზრუნველყოფს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანს და იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, ამასთანავე, არასრულწლოვანს განათავსებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით; გ) ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობს სამინისტროსთან. მუხლი 75. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო: ა) თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას. თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი, პროგრამის შინაარსი, განხორციელების ვადები და დაფინანსების წესი განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით; ბ) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტითა და 61-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას; გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე უგზავნის მას ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტითა და 61-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის შესახებ; დ) ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობს სამინისტროსთან.“. 10. 78-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 5 ივლისი 2018 წ. N3099-რს |
დოკუმენტის კომენტარები