„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3123-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 470080000.05.001.018972
3123-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
470080000.05.001.018972
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია – იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ისარგებლოს შესაბამისი მკურნალობით აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, პირობების მინიმალური შეზღუდვით და იმ მეთოდებით, რომლებიც დაამტკიცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, შეძლებისდაგვარად თავის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს;“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პაციენტისათვის ცალკეული პროფესიული საქმიანობების შეზღუდვა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ პროფესიათა ჩამონათვალს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.“.

4. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პაციენტის გამოკვლევის, მკურნალობისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის დროს გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მეთოდები.“.

5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად. პირისათვის ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დადგენის უფლება აქვს შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ექიმს.“.

6. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტების აღრიცხვისა და აღრიცხვიდან მოხსნის, აგრეთვე მათი მეთვალყურეობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.“.

7. მე-16 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესი და პროცედურები განისაზღვრება ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.“.

8. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიზნით გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული სამკურნალო-დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო მეთოდები.“.

9. 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი პენიტენციური სამსახურის ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისათვის. თუ უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნით დადასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ. სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის თაობაზე მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე, რომლის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.

3. თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იგი გამოჯანმრთელდება მის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადის განმავლობაში, რაც დასტურდება ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნით, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ აღნიშნულის შესახებ უნდა შეატყობინოს პენიტენციურ სამსახურს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის დაუყოვნებლივ გადაყვანა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება სასჯელის საერთო ვადაში.“.

10. 22მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით პირი სტაციონარში თავსდება სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გამოტანილი განჩინების საფუძველზე. პირი უნდა მოთავსდეს მხოლოდ იმ სტაციონარში, რომელშიც უზრუნველყოფილია სპეციალური დაცვა და დანერგილია რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა. რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.“.

11. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ შესაბამის დაწესებულებას;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს და აფინანსებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანო (პირი) ან სახელმწიფო სახელმწიფო ან სხვა სახსრებიდან გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. პატიმრობაში მყოფი გამოსაკვლევი პირის გაყვანას/გადაყვანას და საექსპერტო დაწესებულებაში მის დაცვას ახორციელებს პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დანაყოფი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3123-რს