დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3113-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 05/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460000000.05.001.018924 |
|
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სპორტის სფეროში სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომლის კომპეტენცია მოცემულ სფეროში განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და აღნიშნული სამინისტროს დებულებით.“. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენცია სპორტის სფეროში სპორტის სფეროში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სპორტის განვითარების ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განხორციელება; ბ) ერის გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების შემუშავება; გ) სპორტის პრიორიტეტულ სახეობათა განსაზღვრა; დ) სპორტის განვითარების მიზნით აღნიშნული სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში ხელის შეწყობა; ე) საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ვ) სპორტის სფეროში კადრების მომზადების, განაწილებისა და გადამზადების კოორდინაცია; სპორტის მუშაკთა ატესტაციის ორგანიზება და პროფესიული დონის განსაზღვრა; ზ) სპორტის სფეროს სამეცნიერო-მეთოდური უზრუნველყოფა; სამეცნიერო, სასწავლო და პოპულარული სპორტული ლიტერატურის გამოცემის ორგანიზება; თ) სპორტის დაფინანსების სახელმწიფო ნორმატივების დადგენა; ი) სპორტსმენთა, სპორტის სპეციალისტთა და სპორტის სხვა მუშაკთა წახალისების უზრუნველყოფა, სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარდგენა; კ) საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დაუცველობისა და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევებში მარეგისტრირებელ ორგანოსთან ერთად ამ ფედერაციების ხელმძღვანელთა უფლებამოსილების შეჩერება საგანგებო ყრილობის მოწვევამდე.“. 3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენცია სპორტის სფეროში სპორტის სფეროს ადგილებზე მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების კომპეტენციას განეკუთვნება.“. 4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია საზოგადოებრივ და სხვა არასახელმწიფო სპორტულ ორგანიზაციებს გადასცეს ცალკეული უფლებამოსილებანი და გააკონტროლოს მათი განხორციელება.“. 5. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სეოკი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან.“. 6. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას და ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან.“. 7. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საგანმანათლებლო დაწესებულებებში (მიუხედავად პროფილისა და საკუთრების ფორმისა) სპორტი შედის ერთიან სასწავლო პროგრამაში, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“. 8. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელ და სპორტულ მუშაობას კოორდინაციას უწევენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელი და სპორტული დაწესებულებების შექმნა და ფუნქციონირება.“. 9. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობების სპორტული მომზადების პროგრამებს განსაზღვრავენ შესაბამისი ორგანოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.“. 10. მე-19 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უმაღლესი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მოსამზადებლად იქმნება სპეციალიზებული დაწესებულებები, რომელთა სტრუქტურასა და სტატუსს განსაზღვრავენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაცია.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში მყოფ სპორტსმენთა სპორტული შეჯიბრებისათვის მომზადება ხდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით.“. 11. 23-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სპორტის სფეროში სახელმწიფო სახსრებს სპორტული ორგანიზაციების წინადადებების საფუძველზე ანაწილებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სპორტის განვითარებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ სახსრებს სამინისტროებსა და უწყებებზე ანაწილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით.“. 12. 24-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სპორტული ბაზის ფუნქციის შეცვლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეუთანხმებლად;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აკონტროლებს სახელმწიფო სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივად გამოყენებას.“. 13. 25-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სპორტსმენი სპორტის სფეროს სპეციალისტად მუშაობისათვის სავალდებულო ატესტაციას გადის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის მიერ დადგენილი წესით. 6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების მეცნიერულ უზრუნველყოფას სპორტის სფეროში წამყვანი სამეცნიერო ცენტრების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დახმარებით.“. 14. 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამტკიცებს სპორტის სფეროში საპატიო წოდებებს და განსაზღვრავს საერთაშორისო და ეროვნულ ჩემპიონატებში გამარჯვებულებისა და რეკორდსმენების სპორტული ჯილდოების ნუსხას. 3. სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისათვის სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და სპორტის სხვა მუშაკებს სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 5 ივლისი 2018 წ. N3113-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები