„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3112-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 470120010.05.001.019000
3112-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
470120010.05.001.019000
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№23−26, მუხ. 561) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან იქმნება საკოორდინაციო სამსახური, რომელიც უხელმძღვანელებს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას.

2. საკოორდინაციო სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დონორობის საკითხებში მოსწავლეებისა და სტუდენტების სწორი ორიენტაციის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების და სახელმძღვანელოების შედგენისას შეიტანოს მათში ინფორმაცია დონორობის მნიშვნელობისა და სისხლის გაღების უვნებლობის შესახებ.“.

3. მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მეორე კატეგორიის დონორისა და პირველი კატეგორიის დონორის წოდებებს ანიჭებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სისხლის გადასხმის დაწესებულებათა წარდგინების საფუძველზე.

6. დამსახურებული დონორის წოდებას ანიჭებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“.

4. მე-11 მუხლის მე-4  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სისხლის გადასხმის დაწესებულებების საქმიანობისათვის სავალდებულო ნორმები და მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დონორის სამედიცინო შემოწმების, დონორისაგან სისხლისა და მისი კომპონენტების აღების წესს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. დონორის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხის კონტროლი

სისხლის სამსახურის დაწესებულებების მიერ დამზადებული სისხლი, მისი კომპონენტები და პრეპარატები, საკონსერვაციო ხსნარები ექვემდებარება სახელმწიფო სამედიცინო ზედამხედველობის ორგანოების აუცილებელ კონტროლს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.

7. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  15. საზღვარგარეთის სამედიცინო ორგანიზაციებთან დონორის სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების გაცვლის, საქართველოს საზღვრების გარეთ მათი გატანის წესი

საზღვარგარეთის სამედიცინო ორგანიზაციებთან დონორის სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების გაცვლის, საქართველოს საზღვრების გარეთ მათი გატანის წესს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“.

8. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის, ეპიდემიისა და სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის შემთხვევაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის ცალკეულ ადგილებში სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის ორგანიზება ხორციელდება დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3112-რს