დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3122-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 470170000.05.001.018976 |
|
„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.12.2015, სარეგისტრაციო კოდი: 470170000.05.001.018028) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; პ) მინისტრი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;“. 2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ტუბერკულოზის კონტროლი პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები წესრიგდება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“. 3. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ტუბერკულოზის თავიდან აცილებისათვის განსახორციელებელ სკრინინგის პროგრამებს ორგანიზებას უწევს სამინისტრო, ხოლო პენიტენციურ დაწესებულებებში – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 5 ივლისი 2018 წ. N3122-რს |
დოკუმენტის კომენტარები