დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3053-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 040110030.05.001.018978 |
|
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული და მის ბალანსზე რიცხული ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემაზე;“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) დადგენილი წესით დამტკიცებული ისტორიულ-კულტურული და მხატვრული ფასეულობის ობიექტები, კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც აღნიშნული ობიექტები განთავსებულია შესაბამისი პირობებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 5 ივლისი 2018 წ. N3053-რს |
დოკუმენტის კომენტარები